შეხედეთ ამ ანგელოზ გოგონას, როგორი ცხარე ცრემლებით ტირის. გგონიათ, სათამაშო ძირს დაუვარდა ან კანფეტი უნდა და ამის გამო ტირის? ეჰ, ნეტა მართლა ასე იყოს. გოგონა იმის გამო ტირის, რომ ბოთლში რძე გაუთავდა და კიდევ შია. დიახ, კიდევ შია, მაგრამ… ღმერთო, როგორი ძნელია ამ სიტყვების დაწერა, მაგრამ სიტყვები საჭირო არც არის, რადგან ეს კადრები ყველა სათქმელზე მეტს ამბობს. ეს მანუკიანების მრავალშვილიანი ოჯახია. შვიდი მცირეწლოვანი ბავშვი… შვიდი პატარა ანგელოზი, უფლის მიერ დედამიწაზე მოვლენილი. შვიდი ბავშვის სევდიანი თვალები… რატომ? რატომ? დედამიწა, როგორ ითმენ ამდენ უსამართლობას?! ზოგს ყველაფერი იმდენად ბევრი აქვს, რომ სიხარულის შეგრძნებაც კი აქვთ დაკარგული. ზოგი ადამიანი კი მხოლოდ იმაზე ოცნებობს, რომ თბილი საწოლი ჰქონდეს. კეთილო ადამიანებო, ამ ბავშვების მთავარი ოცნება სათბურის გადახურვაა. იმ შემთხვევაში, თუ ამ მშრომელ ბავშვებს სათბური ექნებათ, მაშინ ოჯახისთვისაც მოიყვანენ პროდუქციას და მცირეოდენის გაყიდვასაც შეძლებენ. საარსებო წყარო გაუჩნდებათ მანუკიანებს და ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს ამ ბავშვებიდან რომელიმე ისეთი მეწარმე გამოვიდეს, რომ თავად დაეხმაროს გაჭირვებულ ბავშვებს. თუმცა მანამდე ჯერ ჩვენ უნდა გავუწოდოთ მანუკიანებს დახმარების ხელი. ეს ანგელოზი ბავშვები ამ სიკეთეს არასდროს დაგვივიწყებენ. და მერე, როცა მრავალი წელი გავა და ჩვენ სადღაც ზემოთ, სხვა სამყაროში, უფლის წინაშე წარვდგებით, მამა ღმერთი სასუფევლის კარს გაგვიღებს და იმ წამიდან მარადიულად უფლის მფარველობის ქვეშ ვიქნებით…