რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!
დახარისხება:
ავადმყოფი ზრდასრულები
ღმერთო, დამეხმარე, გადავრჩე და ჩემი შვილებისთვის ვიცოცხლო“, – ისევ და ისევ იმეორებს კობა. მამაკაცს ტვინის კიბო აქვს და საშინელი თავის ტკივილი აწუხებს. გიგანტური სიმსივნე უკვე ტვინის 90 პროცენტს იკავებს. მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია. ეს არის შანსი, რომელიც მხოლოდ ერთხელ ეძლევა ადამიანს და რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლება, სიცოცხლე უნდა გადავარჩინოთ! დაე, ამ სიტყვებმა თქვენს გულებში შეაღწიოს და კეთილი ქმედებებით გასცეთ პასუხი! ნებისმიერი სახის დახმარებით კობას განკურნების შანსები იზრდება! გთხოვთ, დაეხმაროთ მას გადარჩენაში! ახლა დრო მის წინააღმდეგ მოქმედებს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამ მდგომარეობის შეცვლა, რადგან მკურნალობა შესაძლებელია. უბრალოდ, უნდა დავეხმაროთ ამ კაცს მის ჩატარებაში!
შემოწირულია
₾0.00
დონორი
0
მარტოხელა მოხუცები
2017 წელს 64 წლის თინიკოს შარდის ბუშტის ავთვისებიანი სიმსივნე ამოკვეთეს, შემდგომი გამოკვლევებისა და ანალიზებისთვის კი საბრალო ქალს ფული არ დაუტოვეს! სამაგიეროდ, სამშენებლო მასალა მისცეს, თავისი სახლის ნანგრევების ქვეშ ნაადრევად რომ არ დაღუპულიყო. სახლის, რომელიც ისეთ საშინელ მდგომარეობაში არის, როგორიც ჩვენი მუშაობის პერიოდში არასდროს გვინახავს! გარდა ამისა, თვეში 50 ლარს აძლევენ საარსებოდ! საკუთარი თვალით შეხედეთ ამ ჩამოშლილ ქოხს, რომელსაც საძირკველი აქვს დამპალი. ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ ბებია, რომელსაც ამ სახლის რემონტის დასრულება დააწვა მხრებზე! რა მზრუნველობაა! ღმერთო, ღმერთო, მკაცრად ნუ განსჯი მათ, ვისაც შენი არ სწამს! კეთილო ადამიანებო, ბოლომდე წაიკითხეთ პოსტი და ეს ტრაგედია გულით შეიგრძენით!
₾1,607.34
93
ავადმყოფი ბავშვები
ბავშვი თვე-ნახევრის იყო, როდესაც გულზე ოპერაცია გაუკეთეს. თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ბავშვის მდგომარეობა ისევ მძიმეა და, ექიმების აზრით, შესაძლოა ბავშვს მეორე, გაცილებით რთული ოპერაცია დასჭირდეს, თუმცა ამისთვის ჯერ გამოკვლევებია საჭირო. მარტოხელა საბრალო დედას კი ექიმთან მისაყვანი ფული არ აქვს. ახლა რასაც გეტყვით ძვირფასო მკითხველო, ეს ნამდვილი საშინელებაა და ძალიან მიჭირს ამ სიტყვების დაწერა, მაგრამ თქვენც უნდა იცოდეთ. ტყუპ ძმებს მხოლოდ ერთი საწოვარა აქვთ და, როცა ერთდროულად ტირიან, მონაცვლეობით აძლევს დედა საწოვარას. ღმერთო, ამის წარმოდგენამაც კი შესაძლოა, ჭკუიდან გადაიყვანოს ადამიანი.
₾11,412.83
606
ელენე, 7 წლის დიაგნოზი: ჰიდროცეფალია, სპინა ბიფიდა. რა სახის დახმარებაა საჭირო: სჭირდება თურქეთში ოპერაციის გაკეთება ოპერაციის ღირებულება: 15 000$ დაავადება უნებართვოდ მოდის ბავშვთან, მოზრდილთან, ნებისმიერი ასაკის ადამიანთან. ის შედის ოჯახში და მის ცხოვრებას ორ ნაწილად ყოფს… თან მოაქვს შიში, ტკივილი, გაურკვევლობა. დაზღვეული არავინ არის… კეთილი ადამიანების გვერდში დგომა კი ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ მომენტში. გმადლობთ, უფალო, რომ გამოგვიგზავნე ეს უმშვენიერესი ბავშვი, პატარა ელენე. გმადლობთ, რომ შესაძლებლობა გვაჩუქე, ტკივილისა და მარადიული ტანჯვისგან ვიხსნათ ეს გოგონა! დაეხმარეთ! ძალიან მალე დაინახავთ თქვენი სიკეთის შედეგს!
₾9,966.36
676
შეხედეთ ამ ფოტოს! წამიერად გაიფიქრებთ, რომ ვინმემ სამარე გახსნა და დიდი ხნის მიცვალებულს ფოტო გადაუღო. 43 წლის ინდირა ჯერ კიდევ ცოცხალია. მაგრამ მხოლოდ გული უფეთქავს. ახალგაზრდა ქალს მე-4 სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე ცოცხლად ჭამს. 2 წლის წინ, როცა მე-3 ბავშვზე იყო ორსულად, ცხვირ-ხახის სიმსივნე დაუდგინეს. თვე-ნახევრის განმავლობაში 15 ოპერაცია ჩაუტარდა. ღმერთო, ეს ხომ წარმოუდგენელია. ივნისიდან კი რეანიმაციაში წევს უგონო მდგომარეობაში.
₾9,453.89
540
მრავალშვილიანი ოჯახები
ერთ ავბედით დღეს ხარაგაულის რაიონის ულამაზესი სოფელი ბაბი ხანძრის საშინელმა ხმამ მოიცვა. სახლი, სადაც 8 ბავშვი ცხოვრობდა, მთლიანად ცეცხლის ალში გაეხვა. დიდება უფალს, ყველა ბავშვი უვნებელი გადარჩა, თუმცა წარმოიდგინეთ, როგორი ძნელია, როცა საყვარელ სახლს, შენს საყვარელ ნივთებს, წიგნებს, სათამაშოებს, ცეცხლში დაფერფლილს ხედავ. მართალია, ოჯახი გაჭირვებით ცხოვრობდა და ძვირადღირებული ერთი ნივთიც კი არ ჰქონდათ სახლში, მაგრამ ნივთებისადმი ჩვენს სიყვარულს რომ ფასი არ განსაზღვრავს. ზოგჯერ ზვირადღირებული ნივთები არაფრად ფასობს ადამიანისთვის. ზოგჯერ კი იაფფასიანი ნივთი გაცილებით ღირებულია ჩვენთვის. ფონდის მეგობრებო, მაღალმთიან სოფელში მალე აცივდება. ეს პატარა ანგელოზები კი ყინვაში გარეთ იბანავებენ. მერე შემცივნულები თბილი ლოგინის ნაცვლად, იატაკზე გაფენილ ქვეშაგებზე დაწვებიან, რადგან საწოლი არა აქვთ. სიცხიან ბავშვებს კი მინებჩამტვრეული ფანჯრიდან ყინვიანი ქარი დაუბერავთ. სოფელში აფთიაქი არ არის. შარშანდელი ზამთარი როგორღაც გადაიტანეს ამ პატარებმა. კიდევ ერთ ზამთარს უკვე ვეღარ გაუძლებენ….
₾2,474.76
100
შინ მოვლა
შინმოვლის პროგრამა საწოლს მიჯაჭვული ადამიანებისთვის 2012 წლიდან მოქმედებს და სასიცოცხლო დახმარებას უწევს მათ
₾10,459.12
710
მცირე საოჯახო ტიპის სახლები
ჩვენ მათ ბედნიერებას ვაჩუქებთ
₾50.00
3
დედამ იცის, ამ ავადმყოფობამ შეიძლება შვილი წაართვას… მაგრამ სჯერა, რომ ღვთის წყალობით და კეთილი ხალხის შეწევნით მისი დავითი იცოცხლებს.
₾1,894.41
99
„გაიღეთ და მოგეცემათ“! თქვენს მონაწილეობას ჩვენს აქციაში შეუძლია სინათლის სხივი შეიტანოს ჩვენი ბენეფიციარების სევდიან ცხოვრებაში
მეგობრებო, ჩვენ ვიწყებთ საქველმოქმედო აქციას, რომლის მიზანია ჩვენი ბენეფიციარებისთვის თეთრეულის შეგროვება!
საშინელი წარმოსადგენია ის განცდა, როდესაც მარტოდ დარჩენილი ადამიანი ერთ დღეს საწოლიდან წამოდგომას ვერ შესძლებს და შემდეგ უკვე თავისუფლად ვერასდროს გაივლის.
₾214.60
16