ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

შინმოვლის პროგრამა

შინმოვლის პროგრამა საწოლს მიჯაჭვული ადამიანებისთვის 2012 წლიდან მოქმედებს და სასიცოცხლო დახმარებას უწევს მათ
3,406.59 ₾
288
დონორები
შეგროვებულია
ჩერნოვეცკის ფონდის დაარსების პირველივე დღიდან, მარტოხელა ხანდაზმულებზე ზრუნვა ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტი გახდა.
2012 წლის 21 აპრილიდან პროგრამა “შინ მოვლა” ემსახურება ადამიანებს, რომლებისთვის ჩვენს დახმარებას სასიცოხლო მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩვენმა ზრუნვა–პატრონობამ ათასობით ადამიანს სიცოცხლე გაუხანგრძლივა!
მარტოხელა მოხუცებმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებმა, მრავალშვილიანმა ოჯახებმა ჩვენი ექიმების, ექთნების და სოციალური მუშაკების სახით შეიძინეს ნამდვილი მეგობრები და  მიიღეს საიმედო მხარდაჭერა!
ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ცხოვრობენ. საკვების და საჭირო წამლების ყიდვის საშუალება არ აქვთ. ხოლო ექიმთან მისვლა მათთვის საერთოდ დიდი ფუფუნებაა.
ყველასგან დავიწყებულ ადამიანებს ტანჯვა რომ შევუმსუბუქოთ, ჩვენი ფონდის 30 ექიმი, ექთანი და სოციალური მუშაკი კვირაში 7 დღე, სრულიად უფასოდ მათ სასიცოცხლოდ აუცილებელ დახმარებას უწევს: მიაქვთ მათთვის საკვები, აჭმევენ, უტარებენ საჭირო სამედიცინო და ჰიგიენურ პროცედურებს. ჩვენი ფონდის თანამშრომლები ამ მარტოხელა ადამიანებისთვის ძალიან ახლობლები ხდებიან.
ჩვენი ბენეფიციარები მიზერული პენსიით საჭირო წამლების ყიდვასაც კი ვერ ახერხებენ. ჩვენი ფონდი სრულიად უფასოდ უზრუნველყოფს მათ ტკივილ გამაყუჩებლებს, ანთების საწინააღმდეგო, დიაბეტურ, ჰიპოტენზიურ, კარდიოლოგიურ, დაა.შ.  მედიკამენტებს.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თქვენ გაგიჩნდებათ მარტოხელა ხანდაზმული და საწოლს მიჯაჭვული ადამიანების დახმარების დიდი სურვული! თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: შინ მოვლა)  ან ჩარიცხოთ პირდაპირ საიტიდან   https://chernovetskyifund.ge/ge/projects/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ  სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან 
NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში “ქველმოქმედება” აირჩიეთ ჩვენი ფონდი. 

თეგები:
#შინ მოვლა

მსგავსი პროექტები: