რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!
დახარისხება:
ავადმყოფი ბავშვები
ეს 11 წლის ანგელინაა, ანგელოზივით ნაზი და ლამაზი. მაგრამ საკმარისია, ერთხელ მაინც ჩახედოთ ბავშვს თვალებში და მაშინვე მიხვდებით, თუ როგორ იტანჯება. ბავშვს ორი ოპერაცია გაუკეთდა. სწორი ნაწლავი ნაწილობრივ ამოკვეთილი აქვს. ზუსტი დიაგნოზის დასმა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ბავშვს ისევ ესაჭიროება ოპერაცია, რომ მოცილდეს ის საშინელი წანაზარდი, რასაც მის მუცელზე ხედავთ. ერთი წანაზარდი უკვე მოკვეთეს. კეთილო ადამიანებო, თუ გავერთიანდებით, მაშინ ეს პატარა ანგელოზები ზამთრის ყინვაში საწყლად მობუზულები აღარ ისხდებიან ცივ და ბნელ ოთახში. დიახ, მალე ზამთარი მოვა და მზის სხივები ვეღარ გაათბობს საბრალო დებს. კეთილო ადამიანებო, არ მივატოვოთ ავადმყოფი ანგელინა და მისი პატარა დაიკოები ასეთ გაჭირვებაში.
შემოწირულია
₾0.00
დონორი
0
ავადმყოფი ზრდასრულები
მეგობრებო, მურმანს ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდება. მაგრამ ერთადერთი მარჩენალის გარეშე დარჩენილ ოჯახს ამის საშუალება არ აქვს. ბავშვები სოციალური შემწეობითა და შშმ პირის პენსიით არსებობენ. ეს კი ძლივს კმარა მძიმედ დაავადებული მამისთვის წამლებისა და პამპერსის შესაძენად. წარმოიდგინეთ, ქალს ტაქსით სამგზავრო ფულიც კი არ აქვს, მამაკაცი რეაბილიტოლოგთან ვარჯიშზე რომ წაიყვანოს. შეიძლება იფიქროთ, რომ ადამიანს, რომელიც სახლიდან არ გადის, ცოტა რამ სჭირდება. სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქითაა. მურმანს წამლები და მწოლიარე პაციენტებისთვის აუცილებელი მოვლის საშუალებები ყოველთვე სჭირდება, ასევე, ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი. მეუღლე დღედაღამ მის გვერდით არის და არ შეუძლია მუშაობა, ამიტომ ყველა საჭიროებას ვერ უმკლავდება. თქვენი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია! თქვენი ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია! გთხოვთ, მურმანს უსურვეთ ძალა, მის მეუღლეს კი მოთმინება და სიყვარული. რადგან სიყვარულს სასწაულების მოხდენა შეუძლია! ღმერთმა დაგლოცოთ!
₾1,617.80
142
კეთილო ადამიანებო, ნარეკისა და მისი საბრალო დედის ერთადერთი იმედი ახლა მხოლოდ თქვენ ხართ. დედა-შვილი ნამდვილი გმირები არიან! ყველასგან დავიწყებული გმირები! თუმცა, არა! ჩვენ მათ არ დავივიწყებთ. ჩვენ მათ არ მივატოვებთ გასაჭირში! ღვთისნიერო ადამიანებო, მხოლოდ თქვენი გულისხმიერებით არის შესაძლებელი, რომ ამ დედა-შვილის ისტორიის სევდიანი ფურცლები გადავფურცლოთ და ახალი ისტორია დავწეროთ მათთვის! სიკეთეს და სიყვარულს ხომ სასწაულების მოხდენა შეუძლია!
₾174.77
5
„ჩემი შვილებისთვის მინდა ვიცოცხლო და ფეხზე დავდგე! ბავშვებს დედა სჭირდებათ! დამეხმარეთ, ღვთის გულისათვის!“ — მხოლოდ ამ სიტყვების წარმოთქმა შეძლო ჩურჩულით ლიკამ, როცა საავადმყოფოში მოვინახულე. ქალს ტრაქეოსტომა აქვს ყელში და საუბარი უჭირს. მივმართავთ სრულიად საქართველოს! მეგობრებო, სამი შვილის დედას, ლიკას, თქვენი დახმარება სჭირდება, ის მხოლოდ 22 წლისაა. მაისში რვა თვის ორსული იყო, როცა ჩუტყვავილა დაემართა. მდგომარეობა გართულდა, რის გამოც ბავშვი დაიღუპა, ახალგაზრდა დედას კი ორივე თირკმელი გაუჩერდა და თითქმის ყველა სასიცოცხლო ორგანომ ფუნქციონირება შეწყვიტა. შეხედეთ, დაავადებამ იმდენად შეცვალა ახალგაზრდა ლამაზი ქალის სახე, რომ ვერც კი იცნობთ! რამხელა ტკივილი ჩანს მის თვალებში! ლიკამ მეოთხე შვილი დაკარგა და კინაღამ თვითონაც დაიღუპა!
₾19,561.76
1112
11 წლის ნიკას საშინელი ეპილეფსიური შეტევები ემართება. ყოველი მათგანი პატარა სიკვდილს ჰგავს. თუკი ადრე ძლიერი კრუნჩხვები თვეში ერთხელ ემართებოდა, ახლა ყოველ მეორე დღეს აქვს. მიუხედავად იმისა, რომ დედამ ისწავლა ამასთან გამკლავება, მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობს იმის გამო, რომ ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ოჯახს არც წამლების, არც პამპერსის საყიდლად ფული არ აქვს. სასიცოცხლო მნიშვნელობის აბების გარეშე ბავშვების დატოვება კი მათ ტანჯვისთვის გაწირვას ნიშნავს! ანდრია, ნიკა და ანა ბედნიერ ცხოვრებას, სამყაროს შესწავლის შესაძლებლობასა და უდარდელ ბავშვობას იმსახურებენ სხვა ბავშვებივით. მაგრამ ჩვენი მხარდაჭერის გარეშე ისინი ვერ გადარჩებიან. დახმარება ახლავე სჭირდებათ, სანამ გვიანი არ არის!
₾3,458.45
197
ეს 7 წლის ალინაა. შეხედეთ ამ ფოტოებს და მაშინვე მიხვდებით, რომ პატარა ანგელოზი ვერაგ სიკვდილს უკანასკნელი ძალებით ებრძვის. გოგონა არ ნებდება, მაგრამ მისი პატარა გული ვეღარ უძლებს ამდენს. მას მეტად აღარ შეუძლია ამის მოთმენა. და ვინ იცის, შეიძლება ერთ დღესაც სამუდამოდ დანებდეს სიკვდილს. არა!!! არა!!! ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ! პატარა გოგონა სიკვდილთან პირისპირ მარტო არ უნდა დავტოვოთ, თორემ ამას ვერასდროს ვაპატიებთ საკუთარ თავს. ალინას კეთილი გული გვაპატიებს, მაგრამ საკუთარი სინდისი არასდროს, არასდროს გვაპატიებს. კეთილო ადამიანებო, ილოცეთ ალინასთვის. ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. ვისაც შეგიძლიათ, რომ დახმარების ხელი გაუწოდოთ ამბარცუმიანების ოჯახს, ეს სიკეთე აუცილებლად დაგიბრუნდებათ. პატარა ალინამ უნდა იცოცხლოს! გოგონას ჩამქრალი თვალები უწინდებურად უნდა გაბრწყინდეს!
₾3,065.72
45
მრავალშვილიანი ოჯახები
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ გოგიტა და ეკატერინე გაგნიძეებს გაგაცნობთ, რომლებსაც 6 არაჩვეულებრივი შვილი ჰყავთ.
₾918.00
57
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ უკვე 4 წელზე მეტია, სრულიად უფასოდ უწევს სასიცოცხლო დახმარებას საწოლს მიჯაჭვულ ადამიანებს
₾6,757.98
381
შინ მოვლა
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ უკვე 4 წელიწადზე მეტია ზრუნავს 600–ზე მეტ მარტოხელა, სოციალურად დაუცველ მოხუცზე.
₾1,258.81
95
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდში „სოცილური პარტნიორობა“ სულ უფრო ხშირად დახმარების თხოვნით მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახები მოგვმართავენ.
₾3,769.00
176
მცირე საოჯახო ტიპის სახლები
მეგობრებო, 4 წლის განმავლობაში ჩვენი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ მთავარი მიზანია, სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარება აღმოვუჩინოთ მათ…
₾1,567.48
61
მალე დადგება ახალი წელი. საახალწლოდ ყველა ბავშვი ოცნებობს, ის საჩუქრები მიიღოს, რომელზეც მთელი წელი ოცნებობდა.
₾890.00
42