„ადამიანების ცხოვრება, თეთრი და შავი ზოლებისგან შედგება. ჩემი ცხოვრება კი, ერთიანად შავია. ეპილეფსიით დაავადებული შვილი, წლების წინ, მშობელმა დედამ სახლიდან გამომაგდო. ამის შემდეგ, მარტო ვებრძვი გაჭირვებას, ავადმყოფობას, შიმშილს! ეპილეფსიასთან ერთად, სხვა უამრავი დაავადებაც დამემართა. სოციალური დახმარება, ჩემი ერთადერთი შემოსავალია, რომელიც ექიმთან მხოლოდ ერთ ვიზიტს არ ჰყოფნის“ – გვეუბნება ქალბატონი კარინა. „როგორ? ნუთუ, თქვენს ცხოვრებაში ერთი პატარა გამონათებაც კი არ ყოფილა?“ – მინდა, რომ რაიმე კარგი გვიამბოს. „კი, როგორ არა… ეს გამონათება, მხოლოდ ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც უფალმა გამომიგზავნა… რომელთა წყალობითაც გადავრჩი… აი, თქვენი თავიც უფალმა გამომიგზავნა – მე მჯერა ამის!