რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ძალიან სევდიანი ისტორია

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

,,მიცვალებული“, რომელიც ზოგჯერ თვალებს ახელს – 18 წლის ბიჭის ტრაგედია. ამბავი, რომელიც გაცილებით საზარელია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმი

ეს 18 წლის რომა თორდიაა. ბიჭი უკვე 1 წელია კომაშია. წარმატებული მოცეკვავე, მრავალგზის ოქროს მედალოსანი რომა თორდია, მთელი სამეგრელოს და სრულიად საქართველოს საამაყო შვილი იყო. გამორჩეულად ნიჭიერ ბიჭს, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა, 2023 წლის 3 ივლისს, სამეგრელოს ცა ჩამობნელდა. მეხის გავარდნასავით გაისმა – ,,რომა ავარიაში მოყვა და მგონი, დაიღუპა“. დედის და ბებიების განწირული კივილი ცას აღწევდა. კლდებიიც კი ტიროდნენ ობლობაში გაზრდილი ბიჭის ცოდვით.

შემოწირული

₾22,578.35

დონორი

1429

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ბავშვები

 „ღმერთო, თუ ასე უნდა დავტანჯულიყავი, რატომ მომავლინე ამქვეყნად?!“ – 14 წლის საბა დაბადებიდან ვერ დადის. ბავშვს ფეხები იმდენად აქვს გამრუდებული, რომ ფეხსაცმლის ჩაცმაც კი უჭირს.

ეს 14 წლის საბაა. ეტლს მიჯაჭვული ბავშვი საშინელი ტკივილებით იტანჯება. საბას ცერებრული დამბლა აქვს დაბადებიდან და არ შეუძლია სიარული. ისე აქვს გამრუდებული ორივე ფეხი, რომ ერთი წამიც არ შეუძლია დგომა. რა დააშავა ამ პატარა ანგელოზმა, ასე რომ იტანჯება?

საბა სამყაროს მოწყვეტილია. დიახ, სამყაროს მოწყვეტილია ბავშვი…. ოჰ, რა საშინლად ჟღერს ეს ორი სიტყვა. ცხოვრობ ამ სამყაროში, მაგრამ სამყაროსგან გარიყული ხარ. ამის წარმოდგენაზეც კი ადამიანს თითქოს ძარღვებში სისხლი ეყინება.

შემოწირული

₾6,653.27

დონორი

443

მინდა დავეხმარო
133 - 134 of 134 items
1 21 22 23

ძალიან სევდიანი ისტორია

დასრულებული პროექტები

Project

ავადმყოფი ზრდასრულები

ღმერთმა დაგიფაროთ, თვეში 50 ლარად მოგიწიოთ ცხოვრება ინსულტით და მკერდის კიბოთი!

„ამბობენ, ადამიანი შიმშილს 30 დღე უძლებსო. მე შვიდი დღე ვიყავი მშიერი, მეტს ვერ გავუძელი. მერე კი, გული წამივიდა. რა ვქნა, ვერავის ვთხოვე პური… მომერიდა. ვიყავი ასე, ჩემთვის… ცუდად რომ ვიგრძენი თავი, გარეთ გამოვედი, მერე აღარაფერი მახსოვს…“ – გვიყვება 52 წლის ქალი – ლელა ოსეფაშვილი, რომელიც ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად სრულიად დაუძლურებულია, მარტოობის შედეგად კი – უიმედოდ დარჩენილი. მისი სხეული სულ რაღაც 42 კილოგრამს იწონის. ლელას მკერდის კიბო აქვს. ასევე გადატანილი აქვს ინსულტი. რის შედეგადაც, ბოლომდე ვერ აღუდგა მეტყველების უნარი. გარდა ამისა, მას სხვა უამრავი დაავადებაც აწუხებს: ნაღვლის ბუშტის ანთება, რევმატიზმები, ვენების დაავადება. დაბალი იმუნიტეტის გამო, ხშირად ცივდება და ემართება ფილტვების ანთება.

შემოწირული

₾1,735.02

დონორი

81

პროექტი დასრულდა
133 - 138 of 913 items
1 21 22 23 24 25 153