რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

ხალგაზრდა ქალის სხეული იხრწნება და მატლები ეხვევა. ქართულ-უკრაინული ოჯახის დრამა, რომელიც ცხარე ცრემლებით აგატირებთ

ეს საბრალო ქალი, ასე არაადამიანური ტკივილის დაძლევით გადაადგილდება საპიფარეშოში გასასვლელად ან მოხუც დედას რომ მიეხმაროს! საშინელებაა! მოსიყვარულე მოხუცი დედა კი, რომელიც თავადაც ფეხზე ძლივს დგას, საყვარელი შვილის ფეხების დაჭერას უკანასკნელი ძალებით ცდილობს! გაიცანით, მეგობრებო, ეს გახლავთ ჩვენი მზრუნველობის ქვეშ მყოფი კიდევ ერთი ადამიანი! 41 წლის ბათუმელ ნათიას მოხუცი დედის გარდა, ამქვეყნად არავინ ჰყავს! ახალგაზრდა ქალის სხეულზე ღრმული იმდენად დიდია, რომ ძვალიც კი ჩანს. “ღრმული” სავსეა ჩირქით, შიგნით კი ჭიებია. ზეცაში იყურება ცრემლიანი თვალებით და შვილის გამოჯანმრთელებას სთხოვს უფალს. ამისთვის კი, ერთადერთი ოპერაცია არის საჭირო. ნათიას „ძვლის გაყინვის“ ოპერაცია ესაჭიროება. მაგრამ, მისი ღირებულება არის დაახლოებით 20 000 დოლარი და ახლა, საჭირო საბუთებს ვამზადებთ ამ საბრალო ადამიანების თურქეთში გადასაყვანად!

შემოწირულია

₾14,935.81

დონორი

1101

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

ვაშა! მარიამს უკვე სიარული შეუძლია! საბრალო გოგონას ფეხი ისე ჰქონდა გამრუდებული, რომ ფეხსაცმელსაც კი ვერ აცმევდნენ. ბავშვს დამოუკიდებლად ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი არ შეეძლო. ოპერაციის შედეგად კი მარიამს არა მხოლოდ სიარული, სირბილიც კი შეუძლია! პატარა ანგელოზი, ფაქტობრივად, მეორედ დაიბადა! ეს კი მხოლოდ თქვენი დამსახურებაა, კეთილო ადამიანებო!

ჩვენო ძვირფასო მკითხველო, აი, ასე ბედნიერად დასრულდა ამ ანგელოზი გოგონას საშინელი ტანჯვა. ბედნიერი დასასრული მხოლოდ ზღაპრებში არაა. რეალურ ცხოვრებაშიც ხდება, უბრალოდ, იმ განსხვავებით, რომ რეალურ ცხოვრებაში საჭირო არაა პრინცი ან პრინცესა იყო, რომ ბოროტებაზე გაიმარჯვო. მთავარია, თუნდაც მცირედი სიკეთე გააკეთო და აუცილებლად, აუცილებლად გაიმარჯვებ ბოროტზე! მზესავით გოგო მარიამი სწორედ რომ თქვენ მიერ გაღებული სიკეთის შედეგად დაემშვიდობა ინვალიდისსტატუსს“. წინ უამრავი ფერადი წელია… სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს!  

შემოწირულია

₾8,798.04

დონორი

596

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

მტკი-ი-ი-ივა, საშინლად მტკივა! ვეღარ ვუძლებ! მომკალით ვინმემ!

ცისანა და მისი ცერებრული დამბლით დაავადებული შვილი, რომელსაც ყველაფერი ესმის, მაგრამ ერთი სიტყვის თქმაც არ შეუძლია, მხოლოდ თვალებით გვემუდარება: „გთხოვთ, ასეთი მარტოსული და ტანჯვით აღსავსე ცხოვრებისგან გვიხსენით მე და დედაჩემი!“

წყეული სიკვდილი აკაკუნებს ძნელაძეების ოჯახის კარზე — ისინი ჯოჯოხეთში ცხოვრებისთვის არიან განწირულნი! მეგობრებო, სისხლი გაგეყინებოდათ ძარღვებში, რომ გაგეგოთ ამ ქალის განწირული კივილის ხმა, რომელიც მე შემომესმა, ფონდის კორესპონდენტს, როცა მათი სახლის კარი შევაღე. 55 წლის ცისანა ოთხი წლის განმავლობაში იტანჯება! „შემომხედეთ, შემომხედეთ! — მთხოვს ფონდის კორესპონდენტს ცისანა, თითქოს ხელის ერთი მოძრაობით სასწაულის მოხდენა შემეძლოს. — 55 წლის ქალი მომაკვდავ მოხუცად მაქცია ამ დაავადებამ!“

საბრალო, საბრალო! მისთვის ყოველი წუთი, ყოველი წამი სატანჯველია! საბრალო ქალი დღედაღამ საშინელ ტკივილებს ითმენს, რის გამოც მუდმივად მხოლოდ სიკვდილზე ოცნებობს.

შემოწირულია

₾2,566.98

დონორი

232

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

თეონა, დედა: „საშინელი მტანჯველი სიკვდილი ჩემს გოგონას ფეხდაფეხ დასდევს!“ თურმე, კიბო არ არის ამქვეყნად ყველაზე საშინელი დაავადება!

❗❗❗ უმძიმესი ისტორია! თუ, ახლახან დედა გახდით ან ელოდებით პატარას, გირჩევთ, თავი შეიკავოთ ამ ინტერვიუს წაკითხვისგან. ის, თქვენს გულში შემზარავ ემოციებს აღძრავს ❗❗❗
თეონას და რამაზის ამბავი ყველა შეყვარებული წყვილის მსგავსად დაიწყო! მერე კი, მთელი 10 წლის განმავლობაში შვილს ნატრობდნენ და ლოცულობდნენ! და სასწაულიც მოხდა! ორსულობის ცხრა თვე იყო ყველაზე ბედნიერი მათ ცხოვრებაში. უკვე წარმოედგინათ ნანატრი დედობისა და მამობის უბედნიერესი დღეები! კამათობდნენ, „დედა“ თუ „მამა“ იქნება მათი პატარა გოგონას პირველი სიტყვა.

შემოწირულია

₾24,504.47

დონორი

1756

დიახ! მსურს დახმარება!

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

ავადმყოფი ბავშვები

You helped

დეიდა, რატომ არ უნდა ჩემს ძმას ჩემთან საუბარი?

– საგონებელშია პატარა ლილე (3 წლის) და კითხვებით: რატომ? რატომ არ შეუძლია მას ჩემთან თამაში? – დაუსრულებლად გულს უფლეთს დედას, მარიკას (22 წლის).
პატარა დენისი 1 წლის და 3 თვისაა, მაგრამ მას არც ჯდომა შეუძლია, არც სიარული, არც საუბარი, ჭამითაც – ბოთლით ჭამს. მის საბრალო დედას – მარიკას, მანანის ფაფის გარდა, მისთვის სხვა საჭმელი არაფერი აქვს. არადა, საკვების გარდა, მის ვაჟს მუდმივად სჭირდება სამედიცინო დახმარება! დაუსრულებელი ანალიზები, გამოკვლევები, პროცედურები – ეს ყველაფერი ძვირი ჯდება!

შემოწირულია

₾1,199.50

დონორი

108

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

You helped

ჩემი შვილების წყენინებას, ვეღარავინ გაბედავს!

მხეცი ქმრის ძალადობა, შიშისგან მტირალი ბავშვები, მათი დალურჯებული, პატარა სხეულები – ასეთი გხლდათ 32 წლის ქართველი ქალის, ნაირას ცხოვრება მხოლოდ ერთი წლის წინ. მაგრამ საბრალო, ნაცემმა ქალმა, საკუთარ თავში ძალები გამონახა, ამ საშინელებისთვის თავი დაეღწია და მისი შვილებიც დაეხსნა ამ ჯოჯოხეთიდან… „ჩემს შვილებს, ვეღარავინ და ვეღარასდროს აწყენინებს!” – პირობა დადო ნაირამ… მაგრამ ამით ხმალაძეების დიდი ოჯახის ტანჯვა არ დასრულებულა, ახლა სხვა გასაჭირში, დიდ სიდუხჭირეში აღმოჩნდნენ!

შემოწირულია

₾575.35

დონორი

59

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
13 - 16 of 16 items
1 2 3