ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ng ng ng ng ng ng

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

გაჭირვებულები

სასწრაფო

ოთხი ქართველი ბავშვი სადაცაა, საკუთარი სახლის ჩამოქცეული სახურავის ქვეშ დაიხოცება! მეგობრებო, ვიჩქაროთ, ეს ოჯახი დაღუპვასა და დასახიჩრებას გადავარჩინოთ!

ანა-მარიას სცივა და ტირის. წარმოგიდგენიათ, დედა როგორ გრძნობს თავს, როდესაც ხედავს, როგორ შიმშილობენ და იყინებიან მისი შვილები ყოველდღე! ამ დანგრეულ სახლში, ფაქტობრივად, შეუძლებელია გათბობა: შუშების ნაცვლად, ცელოფანია გაკრული ფანჯრებზე. იმ დროს, როდესაც გორის რაიონში უკვე რამდენიმე დღეა, ქარბუქია. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ჩერნოვეცკის ფონდი აგრძელებს შეჭირვებულთათვის ნივთების შეგროვებას. თქვენ შეგიძლიათ, გაუზიაროთ სითბო მათ, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება, უფალი დაგაჯილდოებთ სიკეთისთვის!ჩვენი ახალი ბენეფიციარები: ერთი წლის ანა-მარია, 7 წლის ბარბარე, 12 წლის გიო და 15 წლის მარიამი თქვენგან ელიან დახმარებას. თბილი ტანსაცმლის გარეშე ხვდებიან ამ ზამთარს. ვიზრუნოთ ამ არაჩვეულებრივ ბავშვებზე!

შემოწირულია

₾1,589.38

დონორი

87

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

გაჭირვებულები

სასწრაფო

„მამიკო გარდამეცვალა და ასე მგონია, მთელი სამყარო მჩაგრავს“ – 12 წლის ნათიას და 10 წლის გაბრიელის ცხოვრება დაობლების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. პატარა ანგელოზები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. გავუწოდოთ დახმარების ხელი ობოლ ბავშვებს და უფალი ჩვენს სიკეთეს არასოდეს დაივიწყებს!

სიცივისგან გაყინულმა ობოლმა ბავშვებმა ეს ნესტიანი შეშა ნახეს და სახლში მიაქვთ, რომ ღუმელი დაანთონ. სანამ მამა ცოცხალი იყო, მას მიჰქონდა სახლში შეშა და დილით, სკოლაში წასვლის წინ, ბავშვებს თბილ ღუმელს ახვედრებდა. საყვარელი მამიკოს დაღუპვის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა გულიშვილების ოჯახში. ლაღი ბავშვობა თითქოს ერთ წამში გაქრა და ახლა ეს პატარა ანგელოზებიც მძიმე ცხოვრების ფერხულში ჩაებნენ. კეთილო ადამიანებო, ალბათ, თავად დარწმუნდით, რომ ეს კეთილშობილი ბავშვები ნამდვილად შეასრულებენ თავიანთ სიტყვას და როდესაც გაიზრდებიან, გვერდში დაუდგებიან შეჭირვებულ ადამიანებს, მაგრამ ახლა ამ პატარა ანგელოზებს თავად სჭირდებათ ჩვენი დახმარება. ბავშვები დანგრეულ სახლში ცხოვრობენ და ნატრობენ, რომ გაზის გამათბობელი ჰქონდეთ. ობოლ ბავშვებს დამტვრეულ საწოლზე სძინავთ და ლოგინში გადაბრუნებაც კი არ შეუძლიათ, რათა საწოლი საბოლოოდ არ ჩაიმტვრეს. უმამოდ დარჩენილ ბავშვებს ფეხსაცმელში წყალი შესდით და გემრიელი ვახშმის ნაცვლად, ჩაის სვამენ და ხმელი პურის ნატეხს ატანენ. ზამთრის ყინვიან ქარს კი ოთახშიც ვერ „ემალებიან“, რადგან გატეხილი ფანჯრები და ძველი ხის კარი, რომელიც ნორმალურად არც იხურება, ყინვასა და ქარს ბავშვების ოთახში „ეპატიჟება“. თითქოს მთელმა სამყარომ პირი შეკრა ობლების წინააღმდეგ. ვინ იცის, ალბათ, ბავშვების საბრალო მამა საფლავში ბრუნავს, მისი შვილები ასეთ გასაჭირში რომ არიან. მაგრამ, არა! ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ! უმამოდ დარჩენილი პატარა ანგელოზების ერთადერთი იმედი მხოლოდ თქვენ ხართ, კეთილო ადამიანებო! 

შემოწირულია

₾2,146.31

დონორი

131

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

მიუხედავად იმისა, რომ თავადაც ძალიან შიოდა, სამი წლის გიორგიმ პურის ერთადერთი ნატეხი ფონდის კორესპონდენტს უწილადა: „დეიდა, ალბათ, შენც გშია, ჭამე“. დოთიაშვილების სახლი 2008 წლის აგვისტოს ომს შეეწირა. ოჯახი დღემდე სათონეში ცხოვრობს ორ მცირეწლოვანთან ერთად. ღმერთო, ეს ხომ წარმოუდგენელია!

ეს სამი წლის გიორგია. ბავშვს შია, სახლში კი მხოლოდ ერთი ნაჭერი პურია. მშიერმა ბიჭუნამ გემრიელად დაიწყო პურის ჭამა, თუმცა მოულოდნელად გაჩერდა… დიდი ცისფერი თვალები ფონდის კორესპონდენტს მიაპყრო, მერე კი პურის ერთადერთი ნატეხი მორცხვად გაუწოდა: „დეიდა, შენც ხომ გშია? ჭამე“. ამ კეთილი ბიჭუნას ტანსაცმელი ისეთი ძველია, რომ ნაგავსაყრელზეც კი უკეთესს ნახავთ. ბიჭუნა ავად არის, მაღალი სიცხე და გრიპი აქვს, მაგრამ უფულობის გამო მარტოხელა დედა წამალს ვერ ყიდულობს. ბავშვი გაჭირვებას, ავადმყოფობას ვეღარ უძლებს და გულამოსკვნილი ტირის. შეხედეთ ამ თვალებს, თუნდაც მხოლოდ წამიერად შეხედეთ! ფიქრობთ, ეს დრამატული ფილმის კადრია? არა. ვერცერთი მსახიობი როლისთვის თვალებით ვერ გადმოსცემს იმხელა ტკივილს, როგორიც ამ პატარა ანგელოზის თვალებშია. არადა, ის ხომ ჯერ სულ რაღაც სამი წლისაა. 

შემოწირულია

₾8,421.76

დონორი

524

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

სამი წლის საბას მაღალი ტემპერატურა აქვს. გაციებულ ბავშვს თვალცრემლიანი დედა მხოლოდ თბილი წყლით მკურნალობს. არც წამლების ფული აქვთ და არც ტანსაცმლის. ღმერთო, რა ბედი ელის მამისგან მიტოვებულ ხუთ მცირეწლოვანს ამ ცივ ზამთარში?

ეს 3 წლის საბაა. კარგად დააკვირდით ბავშვის მაისურს. ნაგავსაყრელზეც კი უკეთესს ნახავთ. მაგრამ ყველაზე უარესი ისაა, რომ საბას მაღალი ტემპერატურა აქვს. სამწუხაროდ, საბრალო მარტოხელა დედას აფთიაქში მედიკამენტების ყიდვაც კი არ შეუძლია უფულობის გამო. შეხედეთ, პატარა ბიჭუნა ცხელ წყალს სვამს შაქრისა და მურაბის გარეშე. სამწუხაროდ, არ მოგეჩვენათ: ფინჯანში მხოლოდ ცხელი წყალია. მეორე ხელში კი ამ ანგელოზს პურის ხმელი ნატეხი უჭირავს. ერთი ნატეხი ყველიც კი არ არის სახლში. ხუბაშვილების ოჯახში 5 მცირეწლოვანია. ბავშვების სახეზე ღიმილს თითქმის ვერასდროს ნახავთ. ღმერთო, ღმერთო! ეს ხომ საშინელებაა! კეთილო ადამიანებო, ეს პატარა ანგელოზები ახლა მხოლოდ ბედის ანაბარა არიან დარჩენილი. ყველაზე საშინელება კი ისაა, რომ ისინი დღითი დღე კარგავენ რწმენას. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ეს! კეთილო ადამიანებო, მოდი ნუ მივატოვებთ მამისგან ისედაც მიტოვებულ ბავშვებს. წინ გრძელი ზამთარია პირქუში დღეებით… მაგრამ სიკეთეს, მზრუნველობასა და სიყვარულს შეუძლია, ყველაზე ღრუბლიანი დღეც კი გააფერადოს ამ პატარებისთვის. 

შემოწირულია

₾5,569.38

დონორი

348

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

ავადმყოფობის გამო, 5 წლის საყვარელი ბიჭუნა, საბა სიარულის უნარს ყოველდღიურად კარგავს და მუხლებზე დახოხავს. დედას კი, უფულობის გამო, ვერ დაჰყავს მასაჟზე. საბას მამა არ ჰყავს. მან მიატოვა ოჯახიც და თავისი საბრალო შვილიც!

ეს 5 წლის საბაა. ბავშვს ცერებრული დამბლა აქვს. სიარული უჭირს,  მუხლებზე დახოხავს. არადა, ბავშვი ძალიან გონიერი და ემოციურია. მუხთალმა ცხოვრებამ ამ საბრალო ბავშვს ეს ვერაგი დაავადება არ აკმარა. საბას გულის სარქველი ღია აქვს და ასევე, თვალის სიელმე აწუხებს. კეთილო ადამიანებო, ამჟამად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეულ საათსაც კი. ბავშვს სასწრაფოდ ესაჭიროება მასაჟი, რადგან ბიჭის კუნთები დღითიდღე დუნდება და ერთ დღესაც, მუხლებზე დამხობილი ბავშვი, წამოდგომას ვეღარ მოახერხებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საბა ეტლს უნდა იყოს მიჯაჭვული მთელი ცხოვრება. არადა, ისეთი გონიერი ბიჭია, ისეთი საზრიანი… დაიტანჯება, საწოლს მიჯაჭვული. კეთილო ადამიანებო, მამისგან მიტოვებულ საბრალო ბიჭუნას ჩვენ ნუ მივატოვებთ. თქვენ მიერ გაღებული თუნდაც მცირედიც კი, ძალიან მნიშვნელოვანია. საბამ იცის, რომ  „უცხო დეიდამ“ მისი ავადმყოფობის შესახებ კეთილ ადამიანებს უნდა უამბოს.  გონიერი ბიჭი იმედით არის სავსე. ამ იმედს ნუ გავუცრუებთ. ერთხელ უკვე მიატოვეს ეს საბრალო ბავშვი და ჯერ ეს იარაც არ მოშუშებია.

შემოწირულია

₾3,711.34

დონორი

222

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

41 წლის გულკეთილ ქართველ ქალს, ლანას, თირკმელი თავისით მოსწყდა, მერე კი ექიმები რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში სერავდნენ მის სხეულს და ეძებდნენ ორგანოს!

კეთილო ადამიანებო,  ახალგაზრდა ქალი ყველამ უარყო, ყველამ გაწირა და ყველამ მიატოვა ამქვეყნად.  ის ხომ ჯერ კიდევ სამყაროში მოვლინების პირველივე წამიდან უარყო მისმა დედამ. მას შემდეგ ლანას ცხოვრებაში ერთი ბედნიერი დღეც კი არ ყოფილა. ანომალიური დაავადება, სიღატაკე, შიმშილი, დამცირება — რით დაიმსახურა ეს ყოველივე ამ საწყალმა ქალმა? 4 წელი იცხოვრა მონასტერში. მერე კი, გარკვეული მიზეზის გამო, იძულებული გახდა  მონასტერი დაეტოვებინა და მას შემდეგ აღარასოდეს გაიხედავს იმ მონასტრისკენ  (ფონდის კორესპონდენტს ნამდვილი მიზეზი გაანდო, თუმცა სთხოვა, რომ ის საიდუმლოდ დარჩენილიყო). გაუსაძლისი გაჭირვების მიუხედავად (როგორც მატერიალური, ასევე ჯანმრთელობის), ქალს სინდისი არასდროს დაუკარგავს. დღეს კი ყველასგან მიტოვებული ლანა კვდება ჩუმად, უხმოდ. როგორც მისი ამქვეყნად მოსვლა არავის გახარებია, ალბათ, ასევე არავის დაამწუხრებს მისი წასვლა ამ სამყაროდან. ვერც კი შეამჩნევენ…. 

შემოწირულია

₾2,455.17

დონორი

141

დიახ! მსურს დახმარება!
1 2
ng

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

13 - 14 of 14 items
1 2 3