ერთხელ, როდესაც ვიყინებოდით, იცი, რა გააკეთა დედამ? ადგა, და ჩვენი კარადა დაამტვრია. ხელებს და ფეხებს ურტყამდა და ისე ამტვრევდა, შეშა რომ გამოსულიყო, მერე კი, ღუმელში შეყარა. სხვანაირი სუნი ჰქონდა, ისეთი არა, როგორც ყოველთვის. ოთახშიც რაღაც შავი ღრუბელი იდგა… მაგრამ, გავთბით“, – ამბობს რვა წლის ნინო გვაჩვენებს იმას, კარადისგან რაც დარჩა.