რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ჟურნალისტი

ვეძებთ ჟურნალისტს ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდისთვის.

ყოველთვიური ანაზღაურება – 4 200 ლარიდან დამატებითი ბონუსებით, რომლებიც ხშირად აღემატება ხელფასს! ხელფასი სტაჟირების პერიოდში (1 თვემდე) – 2 000 ლარიდან დამატებითი ბონუსებით განსაკუთრებით ნიჭიერი პოსტებისთვის.

თქვენი მთავარი ამოცანაა, დაწეროთ სულისშემძვრელი მოკლე პოსტები, რომელიც ნათლად და მკაფიოდ გადმოსცემს ჩვენი თანამემამულეების მძიმე საყოფაცხოვრებო მდგომარეობას.

მივესალმებით კანდიდატებს, ვისაც სულითა და გულით ესმის სხვა ადამიანების პრობლემები და შეუძლია თანამოსაუბრის კეთილგანწყობის მოპოვება. რაც მთავარია, იციან ინტერვიუს აღება და საამისოდ, ისეთი კრეატიული კითხვების დასმა, რომლებიც ადამიანს გულახდილი და წრფელი პასუხებისკენ უბიძგებს.

სპეციალიზებული განათლება არ არის საჭირო. გჭირდებათ მხოლოდ ლოგიკური და კრეატიული აზროვნება და Google-ის საძიებო სისტემაში კითხვების სწორად დასმის უნარი, პრობლემის არსის გასაგებად. დაგჭირდებათ ტელეფონი, მდგომარეობის ვიდეოჩანაწერის გასაკეთებლად. დანარჩენს კი, ჩვენ შეგასწავლით!

აუცილებელია მიუთითოთ ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნის დონე 10-ქულიანი სისტემით. მაგალითად:

ქართული – 10

ინგლისური – ???

რუსული – ???

         გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე, შესრულებული ტესტი და 1 წუთიანი ვიდეო რუსულ ენაზე, რომელშიც უნდა ისაუბროთ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდში მუშაობის მოტივებზე!

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ ტესტი, ჩაწეროთ 1 წუთიანი ვიდეო და ასევე, 10 ქულიანი სისტემით მიუთითოთ ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს რა დონეზე ფლობთ ფლობთ.

შერჩევით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე mydreamwork999@gmail.com , თემის გრაფაში მიუთითეთჟურნალისტი“.