რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
Birthday 10.11.2013
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270
ესმირა (10 წლის): „როლიკებზე“ ვოცნებობ უკვე დიდი ხანია. სხვა ბავშვებს „როლიკებით“ რომ ვხედავ ხოლმე, არ მშურს, მაგრამ რაღაცნაირად გული მწყდება. მეც მინდა, რომ მქონდეს. რამდენიმეჯერ ვთხოვე დედას, „როლიკები“ ეყიდა, მაგრამ…
– ახლა „როლიკები“ რომ გქონდეს, რას გააკეთებდი?
– რას გავაკეთებდი და სიხარულით მაშინვე ეზოში ჩავიდოდი. შემოვივლიდი სკვერებს ამ „როლიკებით“ და თან გავაგებინებდი ყველა ჩემს მეგობარს, რომ ჩემი ოცნება ახდა. დიდი რომ გავიზრდები და ვიმუშავებ, მაშინ შევძლებ „როლიკების“ ყიდვას. „როლიკებზე“ დიდებიც ხომ ოცნებობენ? ეჰ… როდის გავიზრდები დიდი, „როლიკების“ ყიდვა რომ შევძლო.
კიდევ ვოცნებობ, რომ ველოსიპედი მქონდეს. ჩემი მეზობელი ბავშვის ველოსიპედით გავისეირნე რამდენიმეჯერ და მაშინ ვისწავლე ტარება. მაგრამ, იმ ბავშვის მშობლებმა სახლი გაყიდეს და სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად. იმის მერე კი, სხვამ არავინ მათხოვა ველოსიპედი. იცი, როგორი ველოსიპედი მინდა? ვარდისფერი არ მინდა. კი, გოგო ვარ, მაგრამ არ მინდა ლამაზი ველოსიპედი. აი, ბიჭებს როგორი ველოსიპედებიც მოსწონთ, მუქი ფერის, სპორტული, მეც ისეთ ველოსიპედზე ვოცნებობ.
– ახლა, ველოსიპედი რომ გქონდეს, რას გააკეთებდი?
– ეჰ, ნეტა მქონდეს. ერთი წუთითაც კი არ დავტოვებდი ეზოში ველოსიპედს, ვინმეს რომ არ მოეპარა. სახლში ამოვიტანდი, ჩემს საწოლთან მექნებოდა. მაგრამ, ეზოში რომ ჩავიდოდი, სხვა ბავშვებსაც ვათხოვებდი.
– კიდევ ერთ რამეზე ვოცნებობ და გითხრა? (ეკითხება კორესპონდენტს). თბილი ფეხსაცმელი მინდა. თქვენ როგორიც გაცვიათ, ისეთი. კიდევ ლამაზი ტანსაცმელი მინდა. ტანსაცმელი კი მაქვს, მაგრამ ძველი, ზოგი დახეულია. დედამ კი გამიკერა, მაგრამ არ მომწონს ესეთი ტანსაცმელი. მინდა, სხვა გოგოებივით ლამაზი ტანსაცმელი მეცვას სკოლაში.
სულ ხარჯები:
431.00₾დარჩა:
0.00₾