რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
Birthday 08.02.2019
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ეს 5 წლის ბარბარეა. ზაფხულის ღამეს, ცაზე ერთი განსაკუთრებულად მოციმციმე ვარსკვლავი ყველას გვაქვს შემჩნეული, რომელსაც სურვილებს ვუთქვამთ ხოლმე ადამიანები და ველოდებით, როდის მოწყდება ცას და დედამიწაზე დაეშვება. შეხედეთ, სწორედ იმ მოციმციმე ვარსკვლავს ჰგავს ბარბარე. თუმცა, მისი თვალები ზოგჯერ ჩამქრალია. რატომ? იმიტომ, რომ მის 14 წლის ძმას არ შეუძლია სიარული, ბარბარეს ოცნებაა, თავის ძამიკოს ეთამაშოს, სამწუხაროდ, ეს ოცნება აუხდენელი რჩება ბავშვისთვის.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბარბარე (5 წლის) – „მინდა, რომ დიდი დაბადების დღე გადამიხადონ. ჩემი ძამიკო უკვე გამოჯანმრთელებული რომ იყოს იმ დროისთვის და დაბადების დღის ტორტი ჩასაქრობად მან შემომიტანოს. მინდა, რომ ყველა ჩემი საბავშვო ბაღის მეგობარი ჩემს დაბადების დღეზე ჩემს სახლში მოვიდეს. მართალია, ერთხელ გავიგონე როგორ ამბობდა დედა ჩუმად, რომ ეს სახლი ჩვენი არ არის, მაგრამ არა უშავს, მაინც დავპატიჟებდი ჩემს მეგობრებს ამ სახლში.
– იცი, ჩემს დაბადების დღეზე რა მინდა იყოს? სახელი დამავიწყდა, რა ჰქვია, დეიდა (მიმართავს კორესპონდენტს). აი, ცაში რომ „შუშხუნებს” და ბევრი „ფერადი ფერი“ აქვს.
– ფეიერვერკი ჰქვია, ბარბარე.
– ჰოდა, დეიდა, აი, ეგ მინდა გავუშვა ცაში ჩემს მეგობრებთან ერთად. მინდა, ბევრი ვიცეკვოთ, ვითამაშოთ, დედიკოს მომზადებული გემრიელი საჭმელები რომ ვჭამოთ ერთად. იცი, ჩემს დაბადების დღეზე როგორი ტორტი მინდა? აი, ბარბი გოგო რომ იყოს დახატული ტორტზე. მერე კი, სურვილს ჩავიფიქრებდი და ისე ძლიერად „შევუბერავდი” სანთლებს, რომ ყველას ერთბაშად ჩავაქრობდი.
– რა სურვილს ჩაიფიქრებდი, ბარბარე?
– მინდა, გასაბერი აუზი რომ დავდგა ეზოში. წარმოვიდგენ, ვითომ, ზღვაზე ვარ და მთელი ზაფხული, ვიცურავებდი ყოველდღე. სოფელში პატარა კენჭებს მოვაგროვებდი, ფლომასტერებით გავაფერადებდი, როგორც ზღვის სანაპიროზე და გასაბერი აუზის გარშემო დავაწყობდი. ზღვაც და პლაჟიც ჩემს ეზოში იქნებოდა. ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი….
ასევე ჩავიფიქრებდი, რომ პლანშეტი მქონდეს, ინტერნეტით „დავესწრებოდი” ხატვის გაკვეთილებს. ხატვა ძალიან მიყვარს. მაგრამ, ეს სურვილები ხომ, მხოლოდ მაშინ ამიხდება, თუ დაბადების დღის ტორტზე სანთლებს ჩავაქრობ და დიდი „შუშხუნები” იქნება ცაზე. მე კი არ ვიცი, დეიდა, ჩემი დაბადების დღე თუ იქნება ასეთი.
მეგობრებო, ავუსრულოთ ბავშვს სურვილები და დაუვიწყარი დაბადების დღე ვაჩუქოთ გოგონას!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ბარბარე სირაძე)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ბარბარეს! ის პირადად თქვენთვის იღიმის!
სულ ხარჯები:
550.00₾დარჩა:
0.00₾