რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
Birthday 08.09.2011
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ეს 12 წლის ლიზია. ის ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში უარყო უგულო მამამ. მთელი ბავშვობა ლიზი ფანჯარასთან იჯდა და მამის დაბრუნებას ელოდა. გოგონას არ სჯეროდა, რომ მამამ მიატოვა. თუმცა ახლა უკვე ლიზიმ დანამდვილებით იცის, რომ რამდენიმე უბნით იქით მცხოვრებ მამას, უბრალოდ, არც კი აინტერესებს, რომ მისი შვილი სკოლაში ძირავარდნილი ფეხსაცმლით დადის. დიახ, არ მოგეჩვენათ, მთელი წელი ბავშვმა სკოლაში, ზამთრის ყინვიან დღეებშიც კი, ძირავარდნილი ფეხსაცმლით იარა.
ეს ფეხსაცმელი ნაგავსაყრელზე გადაგდებული არ გეგონოთ. ეს ლიზის ერთადერთი „ფეხსაცმელია“
ლიზი (12 წლის): მალე სკოლა დაიწყება, მე კი მხოლოდ ეს ძირავარდნილი ფეხსაცმელი მაქვს. არც სკოლის ჩანთა მაქვს. საერთოდ არაფერი მაქვს სკოლისთვის და ძალიან მტკივა გული. ყოველ წელს ვოცნებობ, რომ სკოლაში ერთხელ მაინც წავიდე ახალი ტანსაცმლით, მაგრამ ჩემი ოცნება ოცნებად რჩება. როცა ვხედავ სკოლაში სხვა ბავშვებს ლამაზი ტანსაცმელი აცვიათ, გული მტკივა. არ იფიქროთ, რომ მათი მშურს, უბრალოდ მეც მინდა. მე გაკერილი შარვლით დავდივარ. როგორ მომწონს ჯინსის შარვლები, სპორტული მაისურები და კედები. მაგრამ მხოლოდ ოცნებაა… აუხდენელი ოცნება… ტელევიზორიც კი არ მაქვს სახლში, რომ რამე გადაცემას ვუყურო და ცოტათი მაინც გავხალისდე. ყველაზე მეტად კი ტელეფონზე ვოცნებობ, რადგან სკოლაში ჩათია გაკეთებული და, ჩემ გარდა, ყველა მოსწავლე არის იმ ჩათში. ასევე ფოტოხელოვნებით ვარ დაინტერესებული და ტელეფონი რომ მქონოდა, ლამაზ ბუნებას ფოტოებს გადავუღებდი.
ძალიან მრცხვენია, ძალიან მრცხვენია…
– რისი გრცხვენია, ლიზი?
ლიზი: მრცხვენია, რადგან მე ის ბავშვი ვარ, რომელსაც არაფერი აქვს, საერთოდ არაფერი, და მამასაც არ ვუნდივარ.
– ლიზი, ერთადერთი, ვისაც უნდა რცხვენოდეს, ეს მამაშენია.
ბავშვმა თავი დაბლა დახარა, რომ მის თვალებზე მომდგარი ცრემლები არ შეემჩნია ფონდის კორესპონდენტს. მერე კი სევდიანად გაუყვა ეკლესიისკენ მიმავალ გზას ძირავარდნილი ფეხსაცმლით და აუხდენელი ოცნებებით დამძიმებული გულით…
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
701.22₾დარჩა:
0₾