რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
Birthday 19.10.2020
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270პატარა თამარას რომ კითხოთ, რამდენი წლისაა, გეტყვით, რომ არცერთის, რადგან არცერთ დაბადების დღეზე მას ტორტის ერთი ნაჭერიც კი არ ჰქონია.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლისგზა!
მისი აზრით, ტორტს უდიდესი სიმბოლური დატვირთვა აქვს – დაბადების დღის არსებობა. მაგრამ ვაი, რომ მას არასდროს შეუგრძვნია ეს დღე. სევდიანია, რომ 6 შვილის შეჭირვებულმა დედამ, ვერასდროს შეძლო და ვერცერთ შვილს დაბადების დღეზე სახლში უბრალო კექსიც კი ვერ მიუტანა.
მისთვის უჩვეულო და უცნაური კითხვა დავუსვით თამარს, საკუთარ დაბადების დღეზე საჩუქრად რას ისურვებდა.
რა გასაკვირია, რომ იმედისა და უნდობლობის ემოციებმა ერთიანად იფეთქა ამ ზღვისფერი თვალებიდან და უმალვე წამოიძახა: „დიდი ტოტი.“
– ტორტის გარდა, რა გინდა თამარ?
თამარი (3 წლის): „თოძინა“.
თოჯინას თავისი დიდი მანქანაც უნდა ჰქონდესო, გვითხრა თამარმა. დაბადების დღეზე კი უნდა, ჭრელა–ჭრულა ლამაზი კაბებით რომ იფრიალოს.
მკითხველო, რა უბრალო და თანაც რამხელა სიხარულის მომტანი ოცნებებია, არა?! ჰოდა, ნუღარ დააყოვნებ, გააზიარე ეს პოსტი, რათა ყველას ჰქონდეს ბედნიერება, პატარა გოგოს თვალებში გაჩენილი ოცნებები აასრულოს და უფლისგან დალოცვილები ყოფილიყვნენ!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: თამარა მამუკიშვილი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
ყოველ ღამე, დაძინებისას, ასეთ საჩუქრებზე ვოცნებობდი, ჩემი ოცნებები კეთილმა ფერიებმა ამისრულეს. ფერიებო, მე თქვენ ძალიან მიყვარხართ!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა თამარს! ის პირადად თქვენთვის იღიმის!
თამარი, 4 წლის: ვაშა-ა-ა! ძალიან მიხარია, ეს ახალი თოჯინა ჩემი პატარა შვილი იქნება, კარგად უნდა მოვუარო, მეც კარგი დედიკო რომ ვიყო!
ჩვენი ფონდის გულმხურვალე შემომწირველებმა ნამდვილ სამოთხედ უქციეს პატარა თამარს მეოთხე დაბადების დღე! მეგობრებო, თქვენ აუსრულეთ თამარს ოცნებები. ალბათ, თქვენი გულისხმიერება რომ არა, მთელი თავისი ბავშვობის განმავლობაში, ხელითაც კი ვერ შეეხებოდა ამ ნივთებს.
თამარი: ჩემს თოჯინას ბებეს დავარქმევ, თმას დავვარცხნი და სუფთად ჩავაცმევ ყოველდღე.
– იცი, რომ ბებე იცინის და ტირის კიდეც?
თამარი: რა-ა-ა? ეს ის მტირალა ბებეა? რა მაგარია, ის მართლა ჩემი ბაია იქნება, არ ვატირებ, სულ „სოსკას“ მივცემ და ისე დავაძინებ! (კისკისებს)
თამარი: პლანშეტში ბევრი ფერადი ფანქარი მაქვს, ლამაზი ყვავილები და კაბები უნდა დავხატო, მერე კი შევინახო
– თამარ შენი პლანშეტი მოგეწონა?
თამარი: მომეწონა, აბა, არ მომეწონა?! როგორი ლამაზი ჩასადები აქვს, შეხედე! აღარაფერი მინდა, ყველაფერი მაქვს, ასე მგონია, აღარც მომშივდება!
თამარი: მანქანაც მომიტანეთ, კეთილო ფერიებო, ეზოში მანქანით ვივლი, სახლში კი პლანშეტით და თოჯინით ვითამაშებ!
თამარი: ამ მანქანით, ბებესაც და ჩემს მეგობრებსაც გავასეირნებ ხოლმე ეზოში!
ქართველებო, ჩვენი ერი გამორჩეულია თავისი სიკეთითა და ხელგაშლილობით, თქვენი სიკეთის შედეგებს კი, აქ ხედავთ. ამ ლამაზთვალება გოგონას კეთილ ფერიებად მოევლინეთ ამ ქვეყნად. უფალი იყოს თქვენი სიკეთისა და მოწყალების მიმღები!
სულ ხარჯები:
224.00₾დარჩა:
664.62₾