რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
Birthday 04.11.2020
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
09012002704 ნოემბერს ზუკას 4 წელი შეუსრულდება. თავის „ოქროს“ დაბადების დღეს ბავშვი მშიერი და გაყინული შეხვდება. არც სანთლებიანი ტორტი იქნება, არც სათამაშოები, არც ლამაზად გაწყობილი სუფრა… არც ცეკვა და სიმღერა. არაფერი არ იქნება… საერთოდ არაფერი. ზუკას სახლში არცერთი ბავშვი არ მივა, რადგან სახლი საშინლად ავარიულია. საბრალო ბიჭუნა კი ოცნებობს, რომ ტორტზე სანთლები ჩააქროს და საჩუქრები მიიღოს.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მალე ზუკა 4 წლის გახდება. მშიერი ბავშვი ჩაის ნაცვლად, ცხელ წყალს სვამს
ეს პატარა ანგელოზი 4 ნოემბერს 4 წლის გახდება. ყველა ბავშვს გამორჩეულად უხარია, როდესაც მისი დაბადების დღე ახლოვდება, რადგან ტორტზე სანთლების ჩაქრობა და მეგობრებთან ერთად გემრიელ სუფრასთან დაჯდომა ხომ ყველა ბავშვის ოცნებაა. ზუკა მთელი წლის განმავლობაში ოცნებობდა, რომ მალე დამდგარიყო მისი დაბადების დღე. და მართლაც, ძალიან მალე ბავშვს „ოქროს“ დაბადების დღე ექნება. სიხარულის ნაცვლად კი, ზუკა სევდიანი და დადარდიანებულია. ბავშვმა უკვე იცის, რომ იმ ჯადოსნურ დღეს არც ლამაზი სუფრა იქნება გაშლილი და ვერც სანთლებს ჩააქრობს ტორტზე. საჩუქრებსაც ვერ მიიღებს. არადა, ბავშვი მთელი წლის განმავლობაში ამაზე ოცნებობდა.
ზუკა (3 წლის): ჩემს დაბადების დღეს მარტო შევხვდები ამ საშინელ ოთახში. არცერთი მშობელი არ გამოუშვებს თავის შვილს ჩემს სახლში და იცით, რატომ? იმიტომ რომ სადაცაა, ეს სახლი დაინგრევა და ნანგრევებში მოვყვებით მე და ჩემი და–ძმა. ჰოდა, ასეთ სახლში არ გამოუშვებენ დედები შვილებს, რომ დაბადების დღე მომილოცონ. მაგრამ კარგია, ბავშვები რომ არ მოვლენ ჩემს დაბადების დღეზე.
– ამას რატომ ამბობ, ზუკა?
ზუკა: ბავშვები რომ მოვიდნენ ჩემს სახლში, დაბადების დღის ტორტიც კი არ მექნება და, ალბათ, დამცინებენ. დედიკომ ვერასდროს ვერ გამომიცხო ტორტი. დაბადების დღის სუფრაზე ასევე ხორციანი საჭმელები უნდა იყოს. აბა, მხოლოდ პურსა და შემწვარ კარტოფილს ხომ არ ვაჭმევ ბავშვებს? ვერც ფერადი სანთლები მიყიდა დედამ, ტორტის გარეშე მაინც რომ ჩამექრო და სურვილები ჩამეფიქრებინა.
– ზუკა, წარმოიდგინე, რომ ახლა ტორტზე სანთლებს აქრობ. რა სურვილს ჩაიფიქრებდი?
ზუკა: სათამაშოები მინდა, რომ მქონდეს. დიდი პულტიანი მანქანა და ველოსიპედი. კიდევ ჩავიფიქრებდი, რომ, როცა თოვლი მოვა, სხვა ბავშვებივით მეც შევძლო ეზოში თოვლის ბაბუას გაკეთება თოვლისგან.
– და ამაში ხელს რა გიშლის, ზუკა?
ზუკა: თბილი ქურთუკი რომ არ მაქვს, ვიყინები თოვლში. ფეხსაცმელზე კი ძირია ამძვრალი და წყალი შიგნით შემდის. არც თბილი ჯემპრები მაქვს, არც თბილი ხელთათმანები. ჰოდა, როგორ გავაკეთებ თოვლისგან თოვლის ბაბუას? როცა მცივა და სახლში შევდივარ ეზოდან, თბილი საბანიც კი არ მაქვს, რომ დავიფარო. არც საწოლი მაქვს, რაღაც რკინებზე ვწევარ. სხვა ბავშვებს კი ფუმფულა ლოგინში სძინავთ. როგორ მინდა, მეც ეგეთი საწოლი მქონდეს.
დეიდა (მიმართავს ფონდის კორესპონდენტს), არც ჩემი დაბადების დღე მიხარია და არც ის, რომ მალე ახალი წელი დადგება. მე მაინც არასდროს მჩუქნის თოვლის ბაბუა საჩუქრებს.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
თუ გსურთ, პირადად მოინახულოთ და დახმარება გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, სოფელი ეწერი.
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ზუკა ფიფია).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება–მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით ღმერთს!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
დარჩა: