რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
Birthday 14.12.2014
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270დაბადების დღე – სევდიანი დღეა ნიკოლოზისთვის! მას ხომ არასდროს მიუღია მილოცვები! მეგობრებო, ნუთუ ბიჭს საჩუქრის გარეშე დავტოვებთ?!
ნიკოლოზი მოწყენილი ელოდება თავის დაბადების დღეს, მეგობრებო! 14 დეკემბერს ის 10 წლის გახდება! გინდათ იცოდეთ, რატომ არის ბავშვი მოწყენილი? იმიტომ რომ არასდროს აღუნიშნავს დაბადების დღე და არც არავის მიულოცავს მისთვის. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ?! ბიჭი ოცნებობს, რომ იუბილეზე ველოსიპედი აჩუქონ!
ნიკოლოზი: „ყველა ჩემს მეგობარს აქვს ველოსიპედი, მე კი არ მაქვს. გული ძალიან მწყდება. მინდა სიჩქარეებიანი ველოსიპედი მქონდეს და ბიჭებს გასწრებაში შევეჯიბრო. მაგრამ მამიკოს არ შეუძლია, მიყიდოს, ფული არ აქვს! ის მხოლოდ აუცილებელს ყიდულობს და ველოსიპედისთვის ფული აღარ რჩება“.
მეგობრებო, ნუთუ ნიკოლოზს საჩუქრის გარეშე დავტოვებთ?! დანამდვილებით ვიცით, რომ საქართველოში ბევრი კეთილი ადამიანია და ისინი თუ გაერთიანდებიან, შეუძლიათ ნიკოლოზს სიურპრიზი მოუწყონ და გაახარონ! მაშინ ერთი ბედნიერი ბავშვით მეტი იქნება! სიკეთის კეთება რთული არ არის!
თუ მამას ჩემს სურვილებს მოვუყვები, გული ეტკინება, რადგან ვერ შეძლებს ჩემი თხოვნის შესრულებას…
ეს 9 წლის ნიკოლოზია. ბიჭი მრავალშვილიანი ოჯახიდანაა და მარტოხელა მამა ზრდის. ნიკოლოზის გარდა, ოჯახში კიდევ სამი ბავშვია. მამას არ ჰყოფნის ფული სათამაშოებისა და საჩუქრებისთვის, რადგან ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ მუშაობს. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური შემწეობაა.
ნიკოლოზი, 9 წლის: „მე და ჩემს და–ძმას ერთი საერთო ტელეფონი გვქონდა, მაგრამ გაფუჭდა, ეკრანი აღარ ირთვება. ახლა სკოლიდანაც ვეღარ ვურეკავთ მამას. მასწავლებლები ხშირად გვაძლევენ დავალებებს, რომ ინტერნეტში მოვიძიოთ ინფორმაცია. მაგრამ, როგორ მოვიძიო?! როცა არც ტელეფონი მაქვს და არც ინტერნეტი. ვერ ვეუბნები მამას, რომ ახალი ტელეფონი მინდა. ის ხომ ინერვიულებს, რომ არ შეუძლია ჩემი თხოვნის შესრულება! მე ძალიან მიყვარს მამიკო და არ მინდა, რომ ინერვიულოს. ის ძალიან კეთილია, კნუტის ყოლის ნებაც კი დაგვრთო!“
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ნიკოლოზ ქველაძე).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება–მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
დარჩა: