რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
Birthday 31.07.2017
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270პატარა ქართველი ლამაზი გოგონას, ნინის ოცნება – რბილი საწოლი და თბილი ბავშვობაა! უფალო, იმედით სავსე ახალი წელი გაუთენე მას!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
7 წლის ნინი თავისი სახლის ნანგრევებთან დგას. გოგონა დაბადებულიც არ იყო მაშინ, როდესაც ოკუპანტებმა 2008 წელს, ცეცხლის ალში გაახვიეს მისი სახლი. ნინიმ იცის, რომ მისი აკვანი წესით, ამ კედლებში უნდა დარწეულიყო, მაგრამ უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი პურის საცხობში დასახლდა და დღემდე იქ ცხოვრობს.
სახურავი შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს და ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდეს ბავშვი
სკოლიდან სახლში დაბრუნებული მშიერი ნინი, თავის პატარა ძამიკოს, გიოს აძლევს პურის ნატეხს. არადა, მთელი დღის განმავლობაში, სკოლის მერხთან, გოგონას შიმშილისგან მუცელი სტკიოდა. ფეხზე კი, სველი წინდა ეცვა. რატომ? იმიტომ, რომ ფეხსაცმელი ძველია და ფეხი უსველდება. ნინის ოცნებაა, თბილი ფეხსაცმელი ჰქონდეს სხვა ბავშვებივით. ბავშვს ახალი ტანსაცმელი არასდროს ჰქონია, თუმცა, საბრალო გოგონა იმაზეც კი თანახმაა, რომ ლამაზი თუ არა, რაც მთავარია, თბილი სამოსი მაინც ეცვას. ღმერთო, ღმერთო!
რამხელა დარდს და სევდას იტევს, ამ ანგელოზი გოგონას გული
ზამთრის ტანსაცმლის გარდა, ნინის მთავარი ოცნებაა, საწოლი ჰქონდეს. ბავშვს დაჟანგებულ რკინის საწოლზე სძინავს და ზურგი სტკივა.
ნინი (7 წლის) – „ჩემი დიდი ოცნებაა, სხვა ბავშვებივით ფუმფულა საწოლი მქონდეს, ტკბილად რომ დავიძინო და ლამაზი სიზმრები ვნახო. იქნებ, ჩემი ოცნებები სიზმრებში მაინც ახდეს? მინდა, რომ კარგად ვისწავლო, ძალიან მოწადინებული ვარ, მაგრამ პატარა მაგიდაც კი არ მაქვს, სკოლის წიგნები და რვეულები რომ დავალაგო და ვიმეცადინო. ასეთი მაგიდა ყველა ბავშვს აქვს. ვოცნებობ, მეც მქონდეს.“
კეთილო ადამიანებო, ახალი წელი ახლოვდება. ჩვენი შვილები სახლში თბილად სხედან და ნაირ-ნაირ საჩუქრებს ელოდებიან. პატარა ნინის დედას კი, არათუ საჩუქრის, მედიკამენტების ყიდვაც კი უჭირს. გულს ნუ დავწყვეტთ პატარა ნინის და ავასრულოთ მისი ოცნებები. კეთილი საქმეებით გავაცილოთ ეს წელი და ახალ წელსაც სიკეთით შევხვდეთ. გახსოვდეთ, რომ მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ისე, რომ საბრალო ბავშვი ახალი წლის დილას იმედით შეხვდეს.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი კირბალი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ნინი ბუცხრიკიძე)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება–მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
დარჩა: