რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
Birthday 18.12.2017
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ეჰ, ძია, საწოლზე არც კი ვოცნებობ, დღეს თითო ნაჭერი პური ვჭამეთ. ვინ ან საიდან უნდა მოგვიტანოს, ჩვენ ხომ ყველასგან დავიწყებულები ვართ. მამიკო სულ გვეუბნება, რომ ღმერთი არ გაგვწირავს
ოჰ, რა მწარეა ქართველი ბავშვის სევდიან თვალებში ჩახედვა, მაშინ როცა ირგვლივ თითქოს მხოლოდ ბედნიერებას ვხედავთ. ვაი, რომ ამ ქვეყნის საამაყო მომავლის შემქმნელს გულში მხოლოდ უიმედობა და ბრაზი აქვს. ძვირფასო მკითხველო, შეხედეთ ამ საცოდავ ბიჭს, რომელსაც სულ მალე 7 წელი შეუსრულდება, მაგრამ მის გულში სიხარულის ერთი სხივიც კი არ ყოფილა ამ ხნის განმავლობაში… რატომ? ვაი რომ, ცხოვრების უსამართლო ხელმა ჯამბულის ოჯახი საშინელი სიღარიბისთვის გასწირა! ბავშვს რომ ვკითხეთ, რა საჩუქარი სურდა დაბადების დღისთვის, გაკვირვებული უყურებდა თავის და–ძმას, არ სჯეროდა, რომ ამქვეყნად ვინმე მას საჩუქარს მიუტანდა.
– ჯამბულ, რა საჩუქრებს გჩუქნიდნენ დაბადების დღეზე?
ჯამბული: ჩემთვის არასდროს არაფერი უჩუქებიათ დაბადების დღეზე, საჩუქარი კი არა, ერთი კანფეტიც კი არ მიჭამია არც ჩემს და არც ჩემი და–ძმის დაბადების დღეზე (ნაღვლიანად ჩაღუნა თავი).
– ჯამბულ, რაზე ოცნებობ, რა გინდა, რომ კეთილმა ხალხმა გაჩუქოს ამ დაბადების დღეზე?
ჯამბული: პულტიან მანქანაზე ვოცნებობ.
– აბა, მითხარი, როგორი პულტიანი მანქანა გინდა?
ჯამბული: პატარა!
ძვირფასო მკითხველო, ის ძალიან პატარაა იმისთვის, რომ სძლიოს ბავშვურ სიხარბეს, მაგრამ მისი ქართული სული და გენი კარნახობს, რომ სხვისგან ბევრი არ უნდა ითხოვოს. ძალიან ცოტა ბავშვი თუ გიპასუხებთ, რომ მას რაღაც პატარა უნდა, ბავშვები ხომ ზოგადად დიდისკენ, ლამაზისკენ, ძლიერისკენ არიან მიდრეკილნი, მაგრამ ამ გაჭირვებული ოჯახის შვილი ძალიან თავმდაბალია, ისიც კი ეთაკილება, რომ ვინმეს რამე სთხოვოს.
ჯამბული: ეს სავარძელი ღამით ჩემი საწოლი ხდება, უმცროსები – მე და ჩემი ძმა – ვწევართ აქ. ყველაფერი გვტკივა დილით, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, უნდა მივეჩვიოთ.
– ჯამბულ, ჩვეულებრივი საწოლი არ გაქვთ?
ჯამბული: ჩვენ არაფრის ფული არ გვაქვს, ხანდახან საჭმელიც არ გვაქვს სახლში, საწოლზე ვინღა ფიქრობს.
– გინდა, ახალი საწოლი გქონდეს?
ჯამბული: ეჰ, ძია, საწოლზე ოცნებაც არ შემიძლია, დღეს თითო ნაჭერი პური ვჭამეთ. ვინ ან საიდან უნდა მოგვიტანოს, ჩვენ ხომ ყველასგან დავიწყებულები ვართ. მამიკო გვეუბნება, რომ ღმერთი არ გაგვწირავს.
ჯამბული: ეს გატეხილი მანქანა მამიკომ მომიტანა და მითხრა, ღმერთმა გაჩუქაო, ნაგვის სუნი ასდიოდა, მაგრამ ძალიან, ძალიან გახარებული ვიყავი. ჩემი ოცნებაა, რომ მანქანებით შევეჯიბრო სხვებს.
ქართველებო, ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი ჩვენი ქვეყნის მომავალზე, მომავალზე, რომელსაც ახალი თაობა და ასეთი ბავშვები შექმნიან. კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ და მივცეთ მაგალითი სხვებს, რომ მხოლოდ სიკეთესა და გულისხმიერებას შეუძლია შეცვალოს სამყაროს უსამართლობა. ღმერთი აუცილებლად კმაყოფილი იქნება ჩვენით!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ჯამბულ თედიაშვილი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება–მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
დარჩა: