რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
Birthday 24.09.2014
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270„ჩემი საყვარელი მამიკო დამპირდა, როცა გაიზრდებოდი, კვადროციკლს მიყიდიდა. გავიზარდე, მაგრამ ის ჩემ თვალწინ გარდაიცვალა! ღმერთო, ოღონდ მამიკო გამიცოცხლე და საერთოდ აღარ მინდა კვადროციკლი!“
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
შეხედეთ, თვალებზე მომდგარ ცრემლებს ძლივს იკავებს დაობლებული ბიჭუნა. ახლა ის ერთადერთი „მამაკაცია“ ოჯახში და არ სურს, რომ საყვარელმა დედიკომ და დაიკომ მისი ცრემლები დაინახონ. ბიჭუნამ ფონდის კორესპონდენტს უამბო იმ ბედნიერ წლებზე, რომლებიც საყვარელ მამიკოსთან ერთად გაატარა. მართალია, გულიშვილების ოჯახი მაშინაც შეჭირვებული იყო, მაგრამ, სამაგიეროდ, გლოვის ზარი არ იყო მათ სახლში. ერთ ავბედით დღეს კი შემაძრწუნებელი გლოვის ზარი გაისმა მათ ოჯახში. გაბრიელის მთავარი საყრდენი და იმედი – მისი საყვარელი მამიკო – სამუდამოდ წაიყვანა ვერაგმა სიკვდილმა.
აი, ასეთი ბედნიერი იყო გაბრიელი მამიკოსთან ერთად. მისი გარდაცვალების შემდეგ ბავშვის სახიდან ღიმილი გაქრა, თვალებიდან კი – ვარსკვლავები და მისი პატარა გული ახლა მხოლოდ სევდით და დარდით არის სავსე.
მშრომელი და ღირსეული კაცის შვილია გაბრიელი. მამის გარდაცვალების შემდეგ გონიერი ბიჭუნა პასუხისმგებლობას გრძნობს ოჯახში და სულ შრომობს. საბრალო ბავშვს ერთი და იგივე ტანსაცმელი აცვია სკოლაშიც და ბაღში მუშაობის დროსაც, რადგან ეს არის მისი ერთადერთი „თბილი“ ტანსაცმელი ზამთრის ყინვაში. ობოლი ბიჭის ოცნებაა, რომ თბილი ქურთუკი, შავი შარვალი და ტყავის თბილი ფეხსაცმელი ჰქონდეს.
ეს ბოლო შეშაა გულიშვილების ოჯახში. ამ შეშით დანთებული ღუმელი მხოლოდ რამდენიმე საათით გაათბობს ნესტიან ოთახს და მერე რა ქნას საბრალო ბავშვმა? არადა, დედას და დაიკოს პირობა მისცა, არ შეგაცივებთო. ნუთუ საბრალო ბიჭი ტყეში წავა შეშისთვის და… არა, ღმერთმა არ ქნას, ბავშვს რამე უბედურება შეემთხვეს!
ყოველ საღამოს, აი, ამ სკამზე იჯდა ხოლმე გაბრიელი მამიკოსთან ერთად და თავის ოცნებებს უყვებოდა. ავადმყოფი მამა კი პირობას აძლევდა ბავშვს, რომ მის ყველაზე დიდ ოცნებას აასრულებდა და ახალ წელს კვადროციკლს უყიდიდა. თუმცა, სამწუხაროდ, მამა სამუდამოდ გაფრინდა ზეცაში. ახლა ბავშვი ასე მარტო ზის ამ დამტვრეულ სკამზე. იცის, რომ, სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, მისთვის ახალი წლის დილა ბედნიერი არ გათენდება. არც საჩუქრებს ელის და, მით უფრო, არც კვადროციკლს. საბრალო ბიჭუნა ფიქრობს, რომ კვადროციკლზე ოცნება მამიკოსთან ერთად დასამარდა…
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქიწნისი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: გაბრიელ გულიშვილი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება–მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
დარჩა: