რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
Birthday 13.08.2012
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ობოლ ნათიას დამტვრეულ საწოლზე სძინავს. ღამით მოულოდნელად იატაკზე ვარდება ხოლმე, რის გამოც საბრალო გოგონას ძვლები აქვს დაჟეჟილი. ბავშვი ფუმფულა საწოლზე ოცნებობს.
დეკემბრის თვეში, წარმოუდგენელ სიცივეში, აი, ასეთ ყინულივით წყალში რეცხავს პატარა გოგონა სარეცხს. საბრალო ბავშვს მოყინვისგან თითები დაუბუჟდა და მგრძნობელობა დაკარგა ხელებში. ნათიას ბევრი ოცნება ჰქონდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ საყვარელი მამა გარდაეცვალა და ამის შემდეგ ბავშვმა იმედი დაკარგა, რომ ოდესმე მისი ოცნებები ასრულდება. გოგონების სუპერგმირი ხომ მამიკოა. ახლა კი პატარა ნათია ამ სამყაროში სრულიად მარტო გრძნობს თავს.
სკოლიდან სახლში დაბრუნებულმა ბავშვმა არც კი ისადილა, პირდაპირ ბაღში გაეშურა სამუშაოდ. გგონიათ, არ შიოდა? მაგრამ საჭმელი არაფერი იყო სახლში. შიმშილისგან დაუძლურებული ბავშვი გზას მიუყვება უიმედოდ და, იმავდროულად, თბილ ფეხსაცმელზე ოცნებობს.
ნათია (12 წლის) – „ჩემს სოფელში სკოლისკენ მიმავალ გზაზე ასფალტი არ არის დაგებული. ამიტომ ზამთარში გუბეებიდან წყალი შემდის, რადგან ძველი ფეხსაცმელი მაცვია. დეიდა, (მიმართავს კორესპონდენტს) წარმოიდგინე, რომ მთელი დღის განმავლობაში გაკვეთილებზე სველი წინდით ვზივარ. ვოცნებობ, რომ ზამთრის ტანსაცმელი მქონდეს. თბილი და ლამაზი ქურთუკი ჩემი ოცნებაა. სხვა ბავშვებს საახალწლოდ ისეთ ლამაზ ტანსაცმელებს ყიდულობენ ხოლმე მშობლები ბაზრობებზე. მე კი… ეჰ. სკოლაში ძველი ჩანთით დავდივარ. ზოგჯერ იხევა და დედა გაკერავს ხოლმე. არც ტელეფონი მაქვს, არც პლანშეტი, ამიტომ სკოლის შიდა ჩათში არ ვარ გაწევრიანებული და სკოლის აქტივობებში ვერ ვიღებ მონაწილეობას. გული მტკივა“…
გონიერი გოგონას თვალებში შიში და უიმედობაა
ეს დამტვრეული „გარდერობი“ გულიშვილების ოჯახში ერთადერთი სათავსოა. ბავშვს ასევე დამტვრეულ საწოლზე სძინავს და ძილის დროს იატაკზე აღმოჩნდება ხოლმე საბრალო ბავშვი, ვარდნისგან კი ძვლები სტკივა. ნათია ოცნებობს, რომ კლასელებივით ლამაზი საძინებელი ოთახი ჰქონდეს – ფუმფულა საწოლით და თბილი საბნით.
კეთილო ადამიანებო, ობოლი ნათია გულნატკენი და თვალცრემლიანი შეხვდება ახალ წელს. გონიერი გოგონას ბრიალა თვალებში უიმედობა ჩაბუდებულა. მეგობრებო, გვჯერა, რომ თქვენ ამას დაუშვებთ. ახალი წლის მოახლოებისას ხომ ნამდვილი სასწაულები ხდება და მოდით, ჯადოსნური დილა გავუთენოთ ამ პატარა ანგელოზს.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქიწნისი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ნათია გულიშვილი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება–მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
დარჩა: