რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
Birthday 29.12.2015
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270პატარა თამუნას ყველა ოცნება ხანძარში ჩაიწვა. საბრალო გოგონას დაბადების დღე ახლოვდება, მას კი არა თუ ტორტი, ხმელი პურიც კი არ ექნება
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
შეხედეთ ამ საბრალო გოგონას. რკინის დამტვრეულ საწოლზე ზის და სიცივისგან კანკალებს. ყინვიან ზამთარში ფეხზე ზაფხულის სანდლები აცვია. მისი ჯემპრი კი ისეთი დახეული და ძველია, რომ გული დაგეწვებათ. თამუნას სახლში ხანძარი გაჩნდა და ბავშვის ყველა ოცნება ცეცხლში ჩაიწვა. გოგონას აღარც ტანსაცმელი აქვს, აღარც ფეხსაცმელი და აღარც სათამაშო. ყველაფერი ფერფლად იქცა. არადა, თამუნას დაბადების დღე ახლოვდება. 29 დეკემბერს ის 9 წლის გახდება. ბედნიერი ღიმილის ნაცვლად, ბავშვის თვალები ცრემლებით იქნება სავსე თავის დაბადების დღეზე. ღმერთო, ეს ხომ უსამართლობაა!
თამუნას ოჯახმა დროებით ერთ ოთახს შეაფარა თავი, სადაც ნესტისგან კედლები ლპება. აქ არც წყალია, არც გათბობა, არც საპირფარეშო. შორიდან ეზიდება ბავშვი ამ სათლით წყალს, რომ ჭურჭელი გარეცხოს. საბრალო გოგონას ძლივს უჭირავს ხელში ეს წყლით სავსე სათლი. გზად გოგონა ოცნებობს, რომ იქნებ, სასწაული მოხდეს და 29 დეკემბრის დილა ჯადოსნური გათენდეს მისთვის.
თამუნა (8 წლის): დაბადების დღე არასდროს გადამიხდია, რადგან დედას ფული არ ჰქონდა, რომ ტორტი გამოეცხო ან ეყიდა. ხოლო მას შემდეგ, რაც ჩვენი სახლი ხანძარში ჩაიწვა, ოცნებასაც კი ვეღარ ვბედავ. 29 დეკემბერს 9 წლის გავხდები. მე კი მეგობრებს ნამცხვრითაც კი ვერ გავუმასპინძლდები. გული ძალიან მტკივა. როცა დასაძინებლად ვწვები, მაშინ ვტირი ხოლმე, რომ დედამ ჩემი ცრემლები არ დაინახოს.
მშიერი და შეციებული ბავშვი ცხელ ჩაის სვამს. პურიც კი არ აქვს, რომ ჩაის მიაყოლოს. ღმერთო, ღმერთო, ეს ხომ საშინელებაა! შიმშილისგან გოგონას მუცელი სტკივა. თუმცა თავის წარმოსახვაში დაბადების დღის სუფრას ხედავს, სადაც გემრიელი საჭმელები და ლამაზი ტორტია.
თამუნა (8 წლის): ჩემი საოცნებო ტორტი იცი, როგორია, დეიდა? (მიმართავს ფონდის კორესპონდენტს) გაფორმებული რომ იყოს ლამაზი ყვავილებით. კრემის ყვავილებით. სანთლები რომ ჩავაქრო სხვა ბავშვებივით, ეს ჩემი დიდი ოცნებაა.
– რა სურვილს ჩაიფიქრებდი, სანთლებიანი ტორტი რომ გქონდეს?
თამუნა: ჩავიფიქრებდი, რომ ახალი და ლამაზი სათამაშოები მქონდეს. კიდევ ჩავიფიქრებდი, რომ, ზამთარში სხვა ბავშვებს რომ თბილი ტანსაცმელი აცვიათ, მეც ეგეთი ტანსაცმელი მქონდეს. ყველაზე მეტად კი ვოცნებობ, რომ ჩემი ოთახი მქონდეს, რომელიც ლამაზად იქნებოდა მოწყობილი. ფუმფულა საწოლზე რომ დამეძინა. მაგრამ ამაზე უკვე აღარ ვოცნებობ, იმიტომ რომ სახლიც კი აღარ მაქვს და ლამაზი ოთახი როგორ უნდა მქონდეს? გული ძალიან მტკივა, დეიდა, ძალიან მტკივა…
კეთილო ადამიანებო, თამუნამ იმედით სავსე თვალები გამოაყოლა ფონდის კორესპონდენტს, როცა გაიგო, რომ მის ამბავს მთელი საქართველო გაიგებდა. ბავშვს იმედი გაუჩნდა, რომ მის ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეიძლება გათენდეს ჯადოსნური დილა. ჩვენო მეგობრებო, არ გავუცრუოთ იმედი ამ კეთილ გოგონას, რომლის გულშიც ახლა მხოლოდ სევდაა.
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ქ. წნორი.
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: თამუნა მჭედლიშვილი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს!
გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100
სპეციალურ ნომერზე: 0901200270
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
დარჩა: