რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ჩვენო ძვირფასო მკითხველო, აი, ასე ბედნიერად დასრულდა ამ ანგელოზი გოგონას საშინელი ტანჯვა. ბედნიერი დასასრული მხოლოდ ზღაპრებში არაა. რეალურ ცხოვრებაშიც ხდება, უბრალოდ, იმ განსხვავებით, რომ რეალურ ცხოვრებაში საჭირო არაა პრინცი ან პრინცესა იყო, რომ ბოროტებაზე გაიმარჯვო. მთავარია, თუნდაც მცირედი სიკეთე გააკეთო და აუცილებლად, აუცილებლად გაიმარჯვებ ბოროტზე! მზესავით გოგო მარიამი სწორედ რომ თქვენ მიერ გაღებული სიკეთის შედეგად დაემშვიდობა ინვალიდის „სტატუსს“. წინ უამრავი ფერადი წელია… სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270მეგობრებო, ცრემლები მოვწმინდოთ 3 წლის მარიამს! პატარა გოგონას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! ტანჯვითა და ცხარე ცრემლებით არის აღსავსე ბავშვის სიცოცხლის ყოველი წამი!
ტერფების გამრუდების გამო საშინელი ტკივილი სტანჯავს მარიამს. ბავშვი სიმწრის ცრემლებით ტირის ყოველდღე
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
პატარა მარიამს სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია ფეხებზე
თუ ოპერაცია დროულად არ ჩაუტარდა, ბავშვი ვერასდროს დადგება ფეხზე
მარიამს თანდაყოლილი ტერფების სიმრუდე აქვს და თანაც იმდენად მძიმე ფორმაში, რომ დედა მას ფეხსაცმელსაც კი ვერ აცმევს. უკვე 3 წელია, ტკივილებით იტანჯება პატარა მარიამი.
ბავშვს სიარული უჭირს. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ეცემა და ხმამაღლა ტირის
სტკივა პატარა ანგელოზს. ბავშვს თვალებიდან სიმწრის ცრემლები სცვივა. ასეთ დროს ხომ განსაკუთრებული ალერსით ეპყრობიან გოგონებს მამები, მაგრამ არა მარიამის მამა! ნაძირალამ შვილი გაჩენის დღიდან მიატოვა, სახლიდან გაუშვა ცოლი ავადმყოფ ბავშვთან ერთად და ქუჩაში დატოვა!
მამამ სნეული გოგონა მიატოვა და ერთხელაც არ უკითხავს, მშიერი ხომ არ არის მისი შვილი!
გოგონას, რომელსაც ანგელოზივით თვალები აქვს, ჯერ არ შეუძლია გვთხოვოს, რომ გულუხვობა გამოვიჩინოთ და ვიხსნათ ის ფეხების ტკივილისგან! უბრალოდ, ანგელოზის თვალებით გვიყურებს!.. გთხოვთ, გვერდს ნუ აუვლით, მეგობრებო! მარიამი სიარულს შეძლებს. უფალი კი აუცილებლად დაგვაჯილდოებს იმისთვის, რომ ბედნიერება ვაჩუქეთ მის ანგელოზს!
თანატოლებს რომ ეთამაშოს, მარიამს წინდებით უწევს ქუჩაში გასვლა. ხან მინის ნამსხვრევები ერჭობა პატარა თითებში, ხანაც ქვებზე სიარულისგან ფეხები სტკივა. ბავშვი არ ნებდება, სიარულს ცდილობს, მაგრამ ამაოდ. მარტოხელა დედას ფული არა აქვს, რომ გოგონას უმკურნალოს, ამის გამო ბავშვის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. სულ უფრო მატულობს მისი პატარა ტერფების სიმრუდე და ოპერაცია სასწრაფოდ თუ არ ჩაუტარდა, ეს გოგონა, ანგელოზის თვალებით, ვერასდროს დადგება ფეხზე. შვილისთვის პირველი ოპერაციის გასაკეთებლად მარტოხელა დედამ გაყიდა ყველაფერი, რაც გააჩნდა. არაფერი დანანებია შვილისთვის და ახლა, როდესაც მარიამს კიდევ ერთი ოპერაცია სჭირდება, რომ ფეხზე დადგეს, დედას აღარაფერი აქვს გასაყიდი. ამ საბრალო მარტოხელა დედამ რა უნდა ქნას?! შვილი თვალებით დახმარებას სთხოვს, ის კი ვერაფერს შველის. ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ, მარიამის დედის გულში რა ხდება. მტერს არ ვუსურვებ ასეთი ტკივილის განცდას. მარტოხელა ქალი ჩუმად იწმენდს თვალებზე მომდგარ ცრემლებს, შვილს რომ არ დაანახოს და მთელი არსებით იკრავს მას გულში. აი, სწორედ ესაა ნამდვილი გმირობა! ქართველი დედები ხომ ოდითგანვე გმირობითა და შვილებისთვის თავგანწირვით გამოირჩეოდნენ.
უღირსმა მამამ მიატოვა სნეული შვილი, მაგრამ ჩვენ მას არ მივატოვებთ. პატარა მარიამს ჩვენი მზრუნველობა გადაარჩენს.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ბათუმი, შარაშევსკის ქ., კორპუსი 178, ბინა 1
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ფუტკარაძეების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
ვაშა! მარიამს უკვე სიარული შეუძლია! საბრალო გოგონას ფეხი ისე ჰქონდა გამრუდებული, რომ ფეხსაცმელსაც კი ვერ აცმევდნენ. ბავშვს დამოუკიდებლად ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი არ შეეძლო. ოპერაციის შედეგად კი მარიამს არა მხოლოდ სიარული, სირბილიც კი შეუძლია! პატარა ანგელოზი, ფაქტობრივად, მეორედ დაიბადა! ეს კი მხოლოდ თქვენი დამსახურებაა, კეთილო ადამიანებო!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელებული ბავშვი, აი, ასე ბრწყინავს!
დედა–შვილის ჯოჯოხეთური ცხოვრება დასრულდა!
აი, ასე გამოიყურება ბედნიერება! ეს თქვენ გააკეთეთ, ძვირფასო მეგობრებო! ღმერთი თქვენკენ!
პატარა ანგელოზი ცეკვა „დაისს“ სწავლობს.
ეს 3 წლის მარიამია. ბავშვის გაბრწყინებულ თვალებს თუ შეხედავთ, მაშინვე მიხვდებით, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდა ამ პატარა ანგელოზის ცხოვრებაში. დიახ, მარიამი ხელმეორედ დაიბადა! არ მოგეჩვენათ! ბავშვი, რომელსაც საშინელი ტკივილები ტანჯავდა და ორი ნაბიჯის გადადგმაც კი არ შეეძლო დამოუკიდებლად, ახლა უკვე დარბის, ცეკვავს და, რაც მთავარია, ამიერიდან ჯოჯოხეთური ტკივილებისგან თავისუფალია. ღმერთო, ეს რა ბედნიერებაა ფუტკარაძეების ოჯახში!
ბავშვი ახალი დაბადებული იყო, როდესაც ექიმებმა მშობლებს შეატყობინეს გოგონას ტერფების გამრუდების შესახებ და ისიც უთხრეს, რომ ოპერაციის გარეშე ბავშვი სიარულს ვერ შეძლებდა და ინვალიდი იქნებოდა. ამ საშინელი ამბის გაგების შემდეგ იმის ნაცვლად, რომ მამას ძლიერად ჩაეკრა გულში თავისი გოგონა, იცით, რა გააკეთა? მეუღლეც მიატოვა და თავისი ანგელოზი გოგონაც. მას შემდეგ კი ავადმყოფი ბავშვი ერთხელაც არ მოუკითხავს. ამას მხეციც კი არ გააკეთებდა, რომ გასაჭირში მყოფი თავისი ნაშიერი მიეტოვებინა.
აი, ასე იტანჯებოდა საბრალო ბავშვი.
შეხედეთ, აი ასე, ცხარე ცრემლებით ტიროდა საბრალო ბავშვი, როდესაც ქუჩაში დაეცა ჯოჯოხეთური ტკივილებისგან. ბავშვებთან თამაშის სურვილის გამო გოგონა სახლიდან ეზოში გაიპარა. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა შეძლო ბავშვმა და მერე… მერე ძირს დაეცა. მინის ნამსხვრევი ფეხში შეერჭო და სისხლი წამოუვიდა. უფლის შემწეობით ბავშვი გადარჩა. თუმცა მსგავსი შემთხვევები სისტემატური იყო. ზოგჯერ მაგიდის ან სკამის კიდეს ჩამოარტყამდა ხოლმე ბავშვი თავს. საბრალო დედა უყურებდა შვილის ტანჯვას, მაგრამ უფულობის გამო ოპერაციას ვერ უკეთებდა. თუმცა, კეთილო ადამიანებო, თქვენი გულისხმიერების შედეგად, ამ ანგელოზ გოგონას ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც უფლის წყალობით, წარმატებით დასრულდა.
შვილის ოპერაცია საბრალო დედის ერთადერთი ოცნება იყო. მაგრამ, რა ექნა მარტოხელა დედას? როგორ მოეგროვებინა ოპერაციის თანხა. ღმერთო, რა უფრო საშინელებაა? როცა დედა შვილის ტანჯვას უყურებს თუ როცა იცის, რომ ამ ტანჯვის მთავარი მიზეზი წყეული უფულობაა. თუმცა ამ შეკითხვის დასმა ახლა საჭირო აღარ არის, რადგან კეთილი ადამიანების გულისხმიერების შედეგად, მარიამის ოპერაციის თანხა შეგროვდა. როდესაც მარიამის დედას ჩერნოვეცკის ფონდიდან დაურეკეს და აცნობეს, რომ თითქმის 9 ათასი ლარი შეგროვდა ბავშვის ოპერაციისთვის, საბრალო დედის სიხარულს სიტყვებით ვერ გადმოგცემთ.
შეხედეთ, როგორ ბრწყინავს ბედნიერებისგან დედის თვალები. კეთილო ადამიანებო, ეს მხოლოდ თქვენი დამსახურებაა. სწორედ თქვენ იხსენით ეს ახალგაზრდა მარტოხელა დედა ჯოჯოხეთური ტანჯვისგან. მადლიერი ქალი სიცოცხლის ბოლომდე არ დაგივიწყებთ ამ სიკეთეს.
ბედნიერი ბავშვი ასე ეხუტებოდა ფონდის კორესპონდენტს.
შეხედეთ, ბავშვი როგორ ეხუტება ფონდის კორესპონდენტს. არადა, თვეების წინ, როდესაც კორესპონდენტი ფუტკარაძეების ოჯახში მივიდა, საბრალო ბავშვის თვალებზე ცრემლები არ გამშრალა. საშინელი ტკივილების გამო გოგონა განწირული ტიროდა და ძირს დახოხავდა. ოპერაციის შემდეგ კი ეს თითქოს „სხვა“ მარიამია. ბავშვის სახეზე მხოლოდ ბედნიერი ღიმილია. ღმერთო, ღმერთო, ეს ნამდვილი სასწაულია!
ფონდის თანამშრომელთან გოგონამ ბევრი ითამაშა.
ბავშვი ფეხსაცმელსაც უკვე თავისუფლად იცვამს და ბევრსაც დარბის.
ბედნიერი დასასრული
ჩვენო ძვირფასო მკითხველო, აი, ასე ბედნიერად დასრულდა ამ ანგელოზი გოგონას საშინელი ტანჯვა. ბედნიერი დასასრული მხოლოდ ზღაპრებში არაა. რეალურ ცხოვრებაშიც ხდება, უბრალოდ, იმ განსხვავებით, რომ რეალურ ცხოვრებაში საჭირო არაა პრინცი ან პრინცესა იყო, რომ ბოროტებაზე გაიმარჯვო. მთავარია, თუნდაც მცირედი სიკეთე გააკეთო და აუცილებლად, აუცილებლად გაიმარჯვებ ბოროტზე! მზესავით გოგო მარიამი სწორედ რომ თქვენ მიერ გაღებული სიკეთის შედეგად დაემშვიდობა ინვალიდის „სტატუსს“. წინ უამრავი ფერადი წელია…
სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებგვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან — თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge.
თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ! მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ფუტკარაძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus).
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით ღმერთს!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
8793.07₾დარჩა:
0₾