რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
დადგა ცხელი ზაფხულიც…
დასვენებისთვის საუკეთესო დრო. თბილისიდან ბევრი ოჯახი გაერიდა ცხელ დღეებს და დასასვენებლად
ზღვას მიეშურა. ზაფხულის ამ პერიოდს არც ფონდის „მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ ბავშვები
ჩამორჩნენ და ქობულეთისკენ აიღეს გეზი, რათა ცხელ დღეებში დაისვენონ, გაერთნენ და გაგრილდნენ.
პატარების სიხარულს
საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ზღვაში,1
წლიანი პაუზის შემდეგ, პირველად
ჩავიდნენ. ისინი ქობულეთში 1 თვის განმავლობაში დარჩებიან და აქტიურად დაისვენებენ.
ზღვაზე ბავშვები სრულიად მომზადებულები წავიდნენ სხვადასხვა აღჭურვილობით, როგორიცაა
კამერები, ფრანები და სხვა დასასვენებისათვის საჭირო ნივთები.
საღამოობით, ზღვიდან
ამოსვლის შემდეგ, ბავშვებს განსაკუთრებით ხიბლავთ ქვიშაში თამაში. ერთი სიტყვით პატარები
აქტიურად ისვენებენ.
ფონდი ყოველწლიურად
ზრუნავს ბავშვების დასვენებაზე და ზაფხულობით ამას სისტემატიური ხასიათი აქვს.