რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

მრავალშვილიანი თამარ ბიჭიაშვილის ოჯახი

ფონდის
ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება.

საქართველოში
დაახლოებით 70 000 ბავშვი ვერ იღებს საჭირო ოდენობის საკვებს. ძალზე ბევრია სამუშაო
ამ მიმართულებით სიტუაციის გამოსასწორებლად.

პროექტის
ფარგლებში ფონდი ყოველთვიურად ფინანსურ დახმარებას უწევს 500 ლარის ოდენობით სოციალურად
დაუცველ თამარ ბიჭიაშვილის 5 შვილიან ოჯახს სოფელ ანაგიდან. ბავშვების მშობლები თამარი
და ავთო უმუშევრები არიან. ოჯახის ჯამური შემოსავალი არის სოციალური დახმარება 348
ლარი. სახლში არ აქვთ საწოლები, ჭურჭელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა. არიან უმძიმეს მდგომარეობაში.

გთხოვთ
მონაწილეობა მიიღოთ მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებაში, ეწვიოთ ბმულს და თქვენც შეიტანოთ
წვლილი ჩვენი თანამემამულეების დახმარებაში. ქალბატონი თამარის შვილები: თაკო, გიორგი,
ზურიკო, ზაზა და ნიკოლოზი ელიან თქვენს კეთილ ნებას.

http://fsp.ge/ge/donate/?projects=92