რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

შემოუერთდით პროექტს „ტანისამოსის შეგროვება“

ჩვენი ფონდის ერთ-ერთი პროექტია ტანისამოსის შეგროვება ნაკლებადუზრუნველყოფილი ადამიანებისთვის.
პროგრამის მიზანი – გაჭირვებული ადამიანებისთვის ტანისამოსის მიღებისა და განაწილების სისტემის ორგანიზება, ტანისამოსისა და ფეხსაცმლის სტრატეგიული მარაგის ორგანიზება უკიდურესად გაჭირვებული ადამიანებისთვის გადასაცემად.
შემოგვიერთდით!
მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დაეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანებს, იმავდროულად თქვენ განთავისუფლდებით იმ ნივთებისგან, რომლებიც დიდი ხანია დამტვერილი გიწყვიათ თაროებზე, მაგრამ გადაგდებაც გენანებათ.
სწორედ ახლა ყველაზე მეტად საჭიროა მამაკაცის, ქალის, ბავშვის თბილი ტანისამოსი და ფეხსაცმელი!
ფონდის მისამართია „სოციალური პარტნიორობა“ საქართველოში: საქართველო, გამრეკელის 47ა, თბილისი
მოხარული ვიქნებით თქვენი ჩვენს ოფისში ხილვით 1000 საათიდან 1800 საათამდე. ტელეფონი: +995 32 219 33 21
პროექტის მხარდასაჭერად გადადით ლინკზე: http://goo.gl/DiQeOX
მადლობას ვუხდით ყველას, ვინც უკვე შემოუერთდა და მხარს უჭერს ჩვენს იდეას. თქვენი დახმარება – ფასდაუდებელია.