საპატრიარქომ ფონდის პრეზიდენტსა და სახლის აღსაზრდელებს სიგელები გადასცა

სახლში / ფონდის კეთილი ახალი ამბები /
საპატრიარქომ ფონდის პრეზიდენტსა და სახლის აღსაზრდელებს სიგელები გადასცა
საქველმოქმედო ფონდი “სოციალური პარტნიორობა” უკვე 3 წელია ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას საქართველოში და აქვს სამი ძირითადი მიმართულება: ესენია მზრუნველობა-მოკლებული ბავშვები, მოხუცები, მრავალშვილიანი ოჯახები. ფონდი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ბავშვებს და მათ მომავალს. ფონდის მიდგომა არის შემდეგი: ბავშვის დასახმარებლად არაა საკმარისი მისთვის მიცემული ერთჯერადი დახმარება, თუნდაც ეს ძალიან დიდი ფინანსური დახმარება იყოს. ბავშვს სჭირდება სწორი აღზრდა, მან უნდა ისწავლოს, განვითარდეს, იპოვოს საკუთარი ინტერესები და ნიჭი, შესაბამისად, განავითაროს კიდეც.
დღესდღეისობით, მეუნარგიას 42 ნომერში არის ფონდის მეურვეობის ქვეშ მყოფი მცირე საოჯახო ტიპის სახლი, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. გარდა იმისა, რომ აქ ბავშვებს ყველა პირობა აქვთ ზრდა-განვითარებისთვის შექმნილი და კომფორტულ გარემოში ცხოვრობენ, ფონდი გამოდის გარანტად, რომ ყველენეირად დაეხმარება და ხელს შეუწყობს თავის აღსაზრდელებს პიროვნების სრულფასოვანი ფორმირებისა და ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევის პროცესში.
ბავშვების მომავლზე ზრუნვაში ყველაზე დიდ მხარდაჭერას ფონდს საქართველოს საპატრიარქო უცხადებს. სულ ცოტა ხნის წინ, ფონდის ქობულეთის პანსიონსა და საპატრიაქროს შორის ურთიერთ-თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა.
კეთილი საქმის კეთებისთვის “სოციალური პარტნიორობის” პრეზიდენტს გადაეცა სიგელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ხელმოწერით; სიგელი ასევე გადაეცათ მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებს.

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის