რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ყველა ბავშვის საყვარელი ტელეწამყვანი გოგიჩა სტუმრად მცირე საოჯახო ტიპის სახლში

ფონდის „მცირე საოჯახო ტიპის სახლს“ მოულოდნელად ყველა ბავშვისთვის საყვარელი ცნობილი ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი ეწვია (მეტსახელად გოგიჩა), რითაც ბავშვები უზომოდგაახარა. გოგიჩამ პატარებს ძალიან ლამაზი ტორტი მოართვა, მათ კი, როგორც ყველა ბავშვს, ტორტი და ტკბილეულობა ძალიან უყვართ. საპატიო სტუმარი გაეცნო ბავშვების დღის წესრიგს, მათ საყვარელ საქმიანობებს, დაათვალიერა და ძალიან მოიწონა მათი ნახატები. ბავშვებმა ტელეწამყვანს თავიანთი საძინებელი ოთახები და სათამაშო ოთახი აჩვენეს. ვიზიტის მიწურულს კი ჩვენმა აღსაზრდელებმა სტუმარს თავიანთი სიმღერის და ცეკვის შესაძლებლობები დაანახეს და მისგან აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს.
გოგიჩა პატარებს დაპირდა, რომ თუ შესაძლებლობა გამოჩნდება, აუცილებლად მიიწვს მათ თავის გადაცემაში.
ფონდი ძალიან დიდ მადლობას უხდის გიორგი გოგიჩაიშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც იჩენს ყურაღებას და სითბოს ფონდის ბენეფიციარების მიმართ.