ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

მცირე საოჯახო ტიპის სახლში გიორგის დაბადების დღე აღნიშნეს

ჩვენს სახლში საზეიმო განწყობაა, ვინაიდან ბავშვები გიორგის დაბადების დღეს აღნიშნავენ. იუბილარს 11 წელი შეუსრულდა. მისი ოცნებაა ექიმი გამოვიდეს. გიორგის სტუმრად ეწვივნენ მისი ნათესავები და კლასელები. ბავშვებმა საზეიმოდ მიირთვეს ტორტი, ტკბილეულობა და მიულოცეს თავიანთ მეგობარს დაბადების დღე. შემდეგ იცეკვეს, გაერთნენ და ქართული ხალხური სიმღერებიც შეასრულეს.
ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ ყველა მის ბენეფიციარსა და აღსაზრდელს უსურვებს ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სულიერ სიმშვიდესა და წარმატებულ, ლამაზ მომავალს.