თათია შარანგია საქველმოქმედო კონცერტით დაბრუნდა

სახლში / ფონდის კეთილი ახალი ამბები /
თათია შარანგია საქველმოქმედო კონცერტით დაბრუნდა
20 აპრილს, რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში პიანისტ თათია შარანგიას საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. თათია სცენას 2-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და კლასიკური მუსიკის დაუვიწყარი საღამო მოაწყო.
მისი განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი 5 წლის ასაკში გამოვლინდა. ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლა დაიწყო პედაგოგ ირმა რუხაძის კლასში. მისი ხელმძღვანელობით მართავდა სოლო კონცერტებს, უკრავდა ორკესტრთან ერთად და მონაწილეობდა საერთაშორისო კონკურსებში. ამ პერიოდიდან იწყება თათიას შემოქმედებითი წინსვლა. ის ხდება საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი და გრან-პრის მფლობელი.
14 წლისამ მან სწავლა განაგრძო პარიზის რეგიონულ კონსერვატორიაში, პროფესორ ივ ანრის კლასში (CNR). 16 წლისა კი გახდა პარიზის ნაციონალური კონსერვატორიის სტუდენტი, პროფესორ ჟაკ რუვიეს კლასში (CNSM). თათია არის პირველი ქართველი, რომელიც წარმატებით ამთავრებს ამ კონსერვატორიას და აგრძელებს საშემსრულებლო მოღვაწეობას მსოფლიოს მასშტაბით.
თათიას შესრულებული აქვს ბახის, მოცარტის, შუმანის, შოპენის, რაველის, პროკოფიევის და სხვათა ნაწარმოებები. მოსმენილი აქვთ და მაღალ შეფასებას აძლევენ ისეთი ცნობილი პიანისტები, როგორებიც არიან: თენგიზ ამირეჯიბი, ელისო ვირსალაძე, ბრიჯიტ ანჟერერი, ანდრეი დიევი.
თათია შარანგიას საქველმოქმედო კონცერტები თბილისის შემდეგ გაიმართება ვაშინგტონში, ლონდონსა და პარიზში. კონცერტის ორგანიზატორია თათიასა და მისი მეუღლის სანდრო შელიას მიერ ახლადდაფუძნებული საქველმოქმედო ფონდი “ნათელი საქართველო”. საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა გადაერიცხება ფონდს “პირველი ნაბიჯი საქართველო”, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების ცხოვრების გაუმჯობესება და მათი უფლებების დაცვა.

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის