რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ჩვენი ბავშვები კინოთეატრ რუსთაველში

მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბავშვებს სწავლის პარალელურად არც გართობა და სპორტი აკლიათ. მაისის მიწურულს გამოიამინდა და ჩვენმა მეგობარმა საქველმოქმედო ფონდმა „მულტიკულტურული ფორუმი“ მცირე საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრები ბავშვები კინოთეატრ რუსთაველში მულტიპლიკაციურ ფილმ “სახლზე” მიიპატიჟა. ბავშვებს ფილმი ძალიან მოეწონათ. პატარებმა მიირთვეს პოპკორნი და გულიანად იმხიარულეს.
ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ მადლობას უხდის საქველმოქმედო ფონდ „მულტიკულტურულ ფორუმს“ ბავშვების მიმართ ასეთი თბილი დამოკიდებულებისა და ყურადღებისათვის.