12 მაისი – ექთნების საერთაშორისო დღე

სახლში / ფონდის კეთილი ახალი ამბები /
12 მაისი – ექთნების საერთაშორისო დღე
საქველმოქმედო ფონდი “სოციალური პარტნიორობა” ულოცავს ყველა ექთანს ექთნების საერთაშორისო დღეს და უსურვებს ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და წარმატებებს საყვარელ საქმიანობაში.

დღესდღეობით, ფონდში დასაქმებულია რამდენიმე ათეული ექთანი, რომლებიც “შინ მოვლის პროგრამის” ფარგლებში უდიდეს სამუშაოს ასრულებენ. ფონდი უღრმეს მადლობას უხდის თითეულ თანამშრომელს, რომლის ხელითაც უშუალოდ ხორციელდება ქველმოქმედება. აპრილის თვეში ჩვენი ექთნები მოემსახურნენ 514 სოციალურად დაუცველ, სახლს ან საწოლს მიჯაჭვულს ადამიანს. ჯამში მათ განახორციელეს 2759 ვიზიტი და უზრუნველჰყვეს პაციენტები საკვებით, მედიკამენტებით, სამედიცინო მომსახურებით და სხვა საჭირო საშუალებებით.

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის