თქვენი დახმარებით ზაირა გაბაძე ბედნიერია!

სახლში / ფონდის კეთილი ახალი ამბები /
თქვენი დახმარებით ზაირა გაბაძე ბედნიერია!

მარტოხელა ზაირა გაბაძე
თვალებს არ უჯერებდა, როდესაც მის ოთახში ჩვენი ფონდის თანამშრომლები შევიდნენ და პროდუქტები,
საბანი, ლეიბი, თეთრეული, ბალიშები და სავარძელი შეიტანეს. (https://goo.gl/mkqpOv).

ზაირამ თავი ვერ შეიკავა
და ბედნიერებისგან და ასეთი ყურადღებისგან იტირა.

მეგობრებო, თქვენი
გულისხმიერებამ და სითბომ კიდევ ერთ ადამიანს ბედნიერება მოუტანა. მარტოხელა ადამიანებისთვის
უცხო ხალხისგან მიღებული ასეთი ყურადღება – დიდი ბედნიერებაა.

ფონდის ანგარიშზე
ზაირა გაბაძის სახელზე, თქვენ 573 ლარი ჩარიცხეთ. ადრე ქალბატონი ზაირა მთელი დღის
მანძილზე საწოლში ატარებდა, სავარძელზე ოცნებობდა, და ეს ოცნება თქვენი დახმარებით
ავუსრულეთ მას. ასევე ამ თანხით შევიძინეთ რბილი ლეიბი, თბილი საბანი, ბალიშები და
თეთრეულის ორი კომპლექტი.

შეხედეთ ფოტოებს, ქალბატონ ზაირას დიდი ხანია ასეთი დადებითი ემოციები არ განუცდია!
ეს ბედნიერების ცრემლები ამის დასტურია!

©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის