რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ჩვენი ფონდის ფეისბუქის გვერდის მხარდამჭერთა რაოდენობამ 100.000–ს გადააჭარბა!

მეგობრებო, სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ დღეს „სოციალური პარტნიორობის“
ფეისბუქის გვერდის მხარდამჭერთა რაოდენობამ 100.000–ს გადააჭარბა და ჩვენი თანამოაზრეების
რიცხვი დღითი დღე იზრდება!

ძალიან გვახარებს, რომ თქვენ – ასეთი გულისხმიერები და კეთილშობილები
ხართ! თქვენ ეხმარებით ჩვენი ფონდის სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, პროდუქტებით,
ტანსაცმლით და ფინანსურად!

დიდი მადლობა კეთილო ადამიანებო! თქვენი წყალობით არსებობს სამყარო!

ასევე, დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩვენი სტატიების გაზიარებისთვის – ეს საშუალებას გვაძლევს უფრო ბევრმა
ადამიანმა შეიტყოს, ყველასგან დავიწყებული მოხუცებისა და გაჭირვებული მრავალშვილიანი
ოჯახების მძიმე ცხოვრების შესახებ.

ძვირფასო მეგობრებო, მადლობა მხარდაჭერისთვის,
თითოეული თქვენგანი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია!

ჩვენი ფონდის პროექტებს შეგიძლიათ
გაეცნოთ ვებ–გვერდზე https://fsp.ge/ge/projects/და შეძლებისდაგვარად
დაეხმაროთ მათ!

©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები