ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

OVS-ის საჩუქარი ჩერნოვეცკის ფონდის ბენეფიციარებს.

როდესაც არ გვჭირდება, ტანსაცმელს
ხშირად ნაგავსაყრელზე ვყრით, არადა იგი ბევრად უკეთეს მოპყრობას იმსახურებს,
რამეთუ მას შეუძლია გულითადად გაახაროს
ის, ვისაც ახლის ყიდვის საშუალება არა აქვს!

მეგობრებო, გასულ
თვეში ჩვენმა ფონდმა, იტალიური ბრენდის ”OVS”–
ს მაღაზიების
ქსელთან ერთად, ჩაატარა საქველმოქმედო აქცია , რომლის მიზანი იყო სოციალურად
დაუცველი თანამოქალაქეებისთვის  ტანსაცმლის
შეგროვება.

ძალიან გვიხარია,
რომ ჩვენს მოწოდებას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, ვისთვისაც ქველმოქმედება
ცხოვრების ნორმაა.

ერთი კვირის
განმავლობაში, ”OVS”–ს მაღაზიებში
მოდიოდნენ  დედაქალაქის მაცხოვრებლები და
სპეციალურად დამონტაჟებულ კონტეინერებში ტანსაცმელს ათავსებდნენ.

თქვენ ვერც კი
წარმოდგენთ, თუ როგორი სიხარული სუფევდა ჩვენი ფოდის დღის ცენტრში, რიდესაც
რამდენიმე ვეებერთელა ტანსაცმლით დატვირთული ყუთი მოიტანეს!

მეორადი, მაგრამ
კარგ მდგომარეობაში მყოფი, აგრეთვე სრულიად ახალი ტანსაცმელი, ამიერიდან იმ
ადამიანებს მოემსახურება,  ვინც სასოწარკვეთამ
მოიცვა, ვინც არ იცოდა თბილი ტანსაცმლის გარეშე როგორ გადაეტანა დამდეგი ზამთარი!

მეგობრებო, ჩვენ
მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ შესანიშნავ აქციაში და გაიღო
დახმარება ჩვენი ბეფიციარებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის!

თუ თქვენ გაქვთ
სურვილი და შესაძლებლობა დაეხმაროთ ჩვენს ბენეფიციარებს, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე
GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: დღის ცენტრი)  ან ჩარიცხოთ პირდაპირ საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/

თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ  სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან

NovaTechnology, TBCpayиExpressPay.განყოფილებაში “ქველმოქმედება” აირჩიეთ ჩვენი ფონდი.