ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ჩვენი ხელოვანი ბენეფიციარები

მეგობრებო, ჩვენ უზომოდ ბედნიერი ვართ, რომ გვაქვს საშუალება ჩვენს ბენეფიციარებს გავუწოდოთ დახმარების ხელი, გავულამაზოთ ცხოვრება, მივცეთ გაქანება მათ ნიჭსა და შემოქმედებას! 
დიახ, ჩვენი ფონდის დღის ცენტრს საინტერესო პოტენციალის არაერთი ბენეფიციარი სტუმრობს. ჩვენ პასუხისმგებლობა ავიღეთ, რომ წარმოვაჩინოთ ისინი, მხარი დავუჭიროთ და შემოქმედებითი სტიმული მივცეთ! 
„სოციალურად დაუცველი – არ ნიშნავს, რომ არაფერი იცი და ვერაფერს აკეთებ… უბრალოდ, ცხოვრების ამ ეტაპზე ჩვენმა ფორტუნამ უკან დაიხია და მადლობა ღმერთს, რომ არსებობს თქვენი ფონდი და გვაძლევს ძალას გავუმკლავდეთ სირთულეებს“, – ამბობს ჩვენი სტუმარი თამარ ხიზანიშვილი. 
თამარი პროფესიით მხატვარია, დაამთავრა მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი. მაგრამ სამსახური ვერ იშოვა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, საყვარელ საქმეს თავი არ დაანება!  ხატავს, რაზეც მოუხდება, ქარგავს ერთხელ უკვე გამოყენებული ძაფებით, თანაც ძველ ტილოებზე… ჩვენს ფონდში მან შვება და სიხარული იპოვა! 
თამარის თქმით,  დღის ცენტრში საოცრად მშვიდი და მეგობრული გარემოა, ეს ხელს უწყობს მას გამოავლინოს შემოქმედებითი სული…. სწორედ ჩვენთან სტუმრობს მას  მუზა და მშვენიერ პორტრეტებსაც ხატავს! . 
თამარ ხიზანიშვილი ოცნებობს ნახატების პერსონალურ გამოფენაზე, მას უკვე საკმაო რაოდენობის ნამუშევარი დაუგროვდა. ხატავს არამარტო ჩვენი ბენეფიციარების, არამედ ცნობილი მსახიობების პორტრეტებსაც. ერთო სიტყვით, იგი პორტრეტისტია და თუ გაგიჩნდათ საკუთარი პორტრეტის შექმნის სურვილი, თამარი მზადაა მოგემსახუროთ! 
ჩვენ კი აუცილებლად მოვუწყობთ მას გამოფენას მისთვის დიდი შემოქმედებითი სტიმული იქნება! 
მეგობრებო, ჩვენი ფონდის დღის ცენტრს ყოველდღიურად, შაბათ-კვირის ჩათვლით, 300-ზე მეტი ბენეფიციარი სტუმრობს. ძალიან გვიხარია, რომ მათთვის სიკეთის პატარა კუნძული მოვაწყვეთ. სწორედ ამიტომ,  ისინი ყოველთვის მოუთმენლად მოიჩქარიან ჩვენს ცენტრში და თავს ბედნიერად გრძნობენ!   
თუ გაქვთ სურვილი, რომ ფინანსურად დაეხმაროთ ჩვენს დღის ცენტრს, თანხა შეგიძიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: დღის ცენტრი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ru/projects/.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).   
არ გაუშვა ხელიდან  სიკეთის კეთების შანსი!