ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ზამთარიც მალე მოვა :)

ყველაფერი დაიწყო 2017 წლის ივნისში, როდესაც ჩვენი სასადილო ფუნქციონირებას შეუდგა და მას შემდეგ თავდაუზოგავად ემსახურება სოციალურად დაუცველ ადამიანებს. 
სასადილო ყოველდღე 300-ზე მეტ ადამიანს ემსახურება. მათ შორის არიან მარტოხელა პენსიონერები, მეორე ჯგუფის ინვალიდები, მარტოხელა დედები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, უმუშევრები…. 
სასადილო დასვენების დღეების გარეშე მუშაობს, ბენეფიციარებს საშუალება აქვთ გემრიელი და კალორიული სადილი მიირთვან მათთვის მოსახერხებელ დროს. „ჩანაწერების წიგნით“  თანახმად, ისინი კმაყოფილნი არიან მომსახურებით და მადლიერებას გამოხატავენ ფონდის მიმართ. აი, რამდენიმე ამონაწერი:
ლეილა მ., პენსიონერი: „ მშვენიერი სასადილოა. სიხარულით მოვდივარ აქ, რადგან ყურადღებიანი თანამშრომლები გყავთ და სადილებიც ძალიან გემრიელია“. 
მიხეილ ვ., პენსიონერი: „ადრე სხვაგან დავდიოდი, მაგრამ თქვენთან უფრო მომწონს და აქეთ გადმოვბარგდი. გემრიელი სადილები გაქვთ და გარემოც ირგვლივ სასიამოვნოა“.   
ტატიანა კ., პენსიონერი: „დიდი მადლობა თქვენ  ყველაფრისთვის. ღმერთს შევთხოვ, რომ კიდევ დიდხანს შეგეძლოთ გაჭირვებული ადამიანების დახმარება“. 
ჩვენ მოხარული ვართ, რომ ბენეფიციარებს მოსწონთ ჩვენი საქველმოქმედო სასადილო, რომლის მზარეულები ძალღონეს  არ იშურებენ კალორიული და მრავალფეროვანი სადილების მომზადებისთვის. მაგალითად, ამ ზაფხულს, ნახევარი ტონა ტომატის პასტა გავაკეტეთ, რათა ზამთრის პერიოდში ხორციანი კერძები კიდევ უფრო გემრიელი იყოს.  შემოდგომაზე კი მთელი აქცენტი გადატანილი იქნება ხილზე, რაც ბენეფიციარებს შორის ძალიან მოთხოვნადია. 
მეგობრებო, თუ გაქვთ სურვილი, რომ შემოუერთდეთ ჩვენს პროექტს და ფინანსური წვლილი შეიტანოთ მის განხორციელებაში,  თანხა შეგიძიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: სასადილო) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/195-sasadilo/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus). 
„როცა წვეულება გაქვს, დაპატიჟე გლახაკნი, საპყარნი, კოჭლნი თუ ბრმანი და ნეტარი იქნები, ვინაიდან ვერაფრით მოგაგებენ სანაცვლოს; ამიტომაც მოგეგება მართალთა აღდგომისას“ (ლუკას სახარება).