რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დიდი მადლობა თანაგრძნობისათვის და მხარდაჭერისთვის!

მეგობრებო, ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი ფონდის საქმიანობა სულ უფრო და უფრო სარგებლობს უამრავი ადამიანის მხარდაჭერით! მნიშვნელოვანია, რომ კეთილი ადამინების რიცხვი იზრდება! ყოველი შემოწირულობა ჩვენი ბენეფიციარების გადარჩენის გარანტია! ჩვენ ამ დახმარებას ვაფასებთ! 
ჩვენს საქველმოქმედო საქმიანობას შეუერთდა ბევრი კომპანია და ორგანიზაციაც. რა თქმა უნდა მათ დახმარების გაწევის შესაძლებლობა მეტი აქვთ. მათ შეუძლიათ ერთბაშად ბევრი ბენეფიციარების პრობლემა მოაგვარონ. კომპანიები ნივთებით, ჰიგიენური საშუალებებით, ტექნიკით ეხმარებიან ადამიანებს, იღებენ თავის თავზე ავადმყოფი ბენეფიციარების ყოველთვიურ ხარჯებს!
გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს:
– ფონდს „ყველა ახლობლისთვის“. ორგანიზაცია რეგულარულად ყიდულობს ჩერნოვეცკის ფონდის პროგრამა შინ მოვლისთვის საჭირო მედიკამენტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, საფენებს!   
-სასტუმროს „კრონ პალას“. სასტუმრომ თავის თავზე აიღო შინმოვლის 15 ბენეფიციარის მკურნალობის ხარჯები – მედიკამენტები, ჰიგიენურ საშუალებები! 
– ფონდს „არძა“.  ფონდმა ასევე დიდი წვლილი შეიტანა შინმოვლის პროგრამის რეალიზებაში. ორგანიზაცია ძვირად ღირებულ პრეპარატებს, საფენებს და უამრავ სხვა ნივთებს ყიდულობს ბენეფიციარებისთვის. 
ჩერნოვეცკის ფონდის  მისამართზე უამრავი სამადლობელო წერილი მოდის. გვინდა გაგიზიაროთ რამდენიმე მათგანი. 
 „ქალბატონო ქეთევან! 
მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი გულისხმიერებისთვის, იმ კეთილშობილი საქმისთვის, რომელსაც თქვენი სახელით სასტუმრო „კრონ პალასი“ ასრულებს ჩერნოვეცკის ფონდთან ერთად.  გმადლობთ, რომ ეხმარებით მძიმედ დაავადებულ ხალხს, უწევთ მათ მხარდაჭერას! თქვენ დიდი დახმარება გაგვიწიეთ ჩვენ – მე და ჩემს ქალიშვილს, რომელიც უგონო მდგომარეობაში იმყოფება! დიდი ბედნიერებაა, რომ თქვენნაირი ხალხი არსებობს! 
პატივისცემით, ნელი გერმესაშვილი“
„ბატონო აიეტი,
ჩემი და ჩემი შვილის ჯიმშერ მჭედლიშვილის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. თქვენს მიერ გამოხატული თანაგრძნობა შეუფასებელია ჩვენთვის! მინდა თქვენ და ფონდს „არძას“ დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ყველაზე მძიმე წუთებში თქვენ ჩვენს გვერდით იყავით! 
გილოცავთ ასევე დაბადების დღეს, გისურვებთ საუკეთესოს! უფალმა დაგლოცოთ! 
პატივისცემით ნათელა მჭედლიშვილი“   
ეს წერილები რეალურ ცხოვრებას ასახავს, ეს მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ნამდვილი ისტორიებია! 
მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ! მარტო პრობლემებს ვერ უმკლავდებიან! 
ჩვენ შეგვიძლია დავუბრუნოთ ამ ხალხს იმედი! 
ყველას ვინც გულთან ახლოს მიიტანს ჩვენი ბენეფიციარების ბედს შუძლია გადარიცხოს სასურველი თანხა ჩვენი ფონდის ანგარიშზე:
GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: შინმოვლა) ან ჩვენი საიტის მეშვეობით . https://chernovetskyifund.ge/ru/projects/291-shinmovla/?utm_source=facebook&utm_medium=post&utm_campaign=infopost
ფულის ჩარიცხვა შესაძლებელია ასევე ტერმინალებით NovaTechnology, TBCpay и ExpressPay. აირჩიეთ „ქველმოქმედება“ და შემდეგ ჩვენი ფონდი.  (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:  https://goo.gl/GY2Gus ).