რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
მეგობარო, გააზიარე ეს პოსტი! და არასოდეს დაგავიწყდეს: ამ და ათასობით სხვა ბავშვის და მოხუცის გადარჩენის ერთადერთი იმედი ჩვენ ვართ!
ჩვენ არასოდრეს ვტოვებთ მათ, ვინც ჩვენი მზრუნველობის ქვეშ არის. რადგან, ერთჯერადი დახმარება ტანჯვისგან მხოლოდ წამიერ განთავისუფლებას ნიშნავს. რა ბედი ელით ამ ბავშვებს ან მოხუცებს? იცით, ერთჯერადი დახმარება როგორია? ნაპირზე გამორიყული მომაკვდავი თევზი, წყალში რამდენიმე წუთით რომ გაუშვა, მერე კი ისევ დააბრუნო მშრალ მიწაზე.
ერთად ვიმოქმედოთ და ვაკეთოთ კეთილი საქმე!
როდესაც შემოწირულობის ყოველთვიურად ჩარიცხვას ვირჩევთ, ეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ქველმოქმედება, ჩვენ უფრო დიდი მოძრაობის ნაწილი ვხდებით, რომელიც მართლაც ცვლის სამყაროს. თავად ამ ცვლილებების ნაწილი ვხდებით.
ინგას სამი მძიმედ დაავადებული შვილი ჰყავს. უფროსი, 29 წლის ზაქრო, წლებია, ვერ დგება საწოლიდან, 22 წლის ანას გადაადგილება შეუძლია, მაგრამ მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა აქვს და საკუთარი თავის დაზიანებაც კი შეუძლია. უმცროს გოგონას თამარს კი, ერთი წლის წინ აღმოაჩნდა ეს დაავადება. თავზარდაცემული დედა ხვდება, რომ მასაც ელის იგივე ბედი, როგორც მის უფროს შვილებს.
საშინელებაა, არა?! ამ ოჯახს ყოველდღიურად სჭირდება პამპერსი და მედიკამენტები. თანხა შეადგენს თვეში 400-450 ლარს. აქ, ერთჯერადი დახმარება ნამდვილად არ არის საკმარისი.
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/1189-nanobashvili/
20 წლის მარიამს კი, ხერხემალი ისე აქვს გამრუდებული, რომ მკერდით საკუთარ მუხლებს ეყრდნობა. ერთი არასწორი მოძრაობა, შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს მისთვის. გოგონა შეიძლება უბრალოდ “დაიმტვრეს”. უკვე შეგუებულია იმას, რომ ვერასოდეს შეძლებს სიარულს და სხვა გოგონებივით ნორმალური ცხოვრება არ უწერია. უბრალო ტკივილგამაყუჩებლების საყიდელი ფულიც კი არ აქვს. ტერფებზე წყლულები გაუჩნდა, რომლებიდანაც სისხლს სდის, სუნთქვაც უჭირს სინესტის გამო. ნორმალური ოთახის ქირის გადახდის საშუალება კი ოჯახს არ აქვს. მათ დაახლოებით 300 ლარის პამპერსი და მედიკამენტები სჭირდებათ თვეში.
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000