რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დღეს, მოდის ჩვენებას მოვაწყობთ სახლში! მადლობა ყველა კეთილ ადამიანს!

დღეს, მოდის ჩვენებას მოვაწყობთ სახლში! მადლობა ყველა კეთილ ადამიანს! ჩემი შვილები რომ გამდიდრდებიან, თქვენს სიკეთეზე ვუამბობ და ავუხსნი, რამხელა პატივია საქართველოში, კეთილი ადამიანების გვერდით ცხოვრება!

“ჩვენს ბედნიერების სავანეში, გაკეთდება კიდევ უამრავი კეთილი საქმე”

როდესაც პატარა პრინცესა ბარბარე ოთახში შეიყვანეს, აჩვენეს უამრავი ლამაზი ტანსაცმელი და უთხრეს, რომ რაც მოეწონებოდა, ყველაფრის არჩევა შეეძლო, მის აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა! მაგრამ იცით, ჩვენი ფონდის ბავშვებში რა გვაოცებს ყველაზე მეტად? ისინი მხოლოდ თავისთვს არასოდეს არაფერს ითხოვენ! ბარბარეს პირველი კითხვა იყო: „შეიძლება ჩემს დასაც წავუღო? დღეს ჩვენთან ერთად ვერ წამოვიდა.“ – რა თქმა უნდა, საყვარელო! რა თქმა უნდა, შეგიძლია.

«უამრავი „სილამაზეები“ ავიღე ჩემთვის და ჩემი დისთვის. ალბათ, დედიკო მომეხმარება, სახლამდე რომ მივიტანო. მერე კი, მოდების ჩვენებას მოვაწყობ! ძალიან მაგარი იქნება!»

“ახლა, ჩემი დედიკო აღარ იდარდებს, დროულად თუ არ გაშრება ჩემი ქურთუკი. სკოლის გაცდენა აღარ მომიწევს, იმის გამო, რომ არ მაქვს სხვა ტანსაცმელი”

«ამ კაბით, მე პეპელას ვგავარ, ჩემი დაიკო კი – პატარა სპილუკას!»

“ყოველთვის ვოცნებობდი, ვარდისფერი ქუდი მქონოდა პომპონით”

“რა ლამაზია ყველაფერი! ისეთი სურნელი აქვს, როგორც მაღაზიაში!”

“ეს ქურთუკი სულ ახალია, ალბათ, არასდროს არავის სცმია!”

„ეს წითელი კაბა და ლამაზი ქურთუკი მშვენიერია გასასვლელად! აღარ შემრცხვება, გარეთ რომ გავალ”

”ამდენი ტანსაცმელი არასდროს გვქონია! ახლა შეგვიძლია, “პოდიუმიც” კი ვითამაშო, ჩემს დებთან ერთად”

“ახლავე აგარჩევინებთ ლამაზ ქურთუკებს”

 “ბაო”-ს სიურპრიზების ჯადოსნურმა ყუთებმა უდიდესი სიხარული აჩუქეს ბავშვებს. ღმერთო, ბედნიერებისთვის რა ცოტა სჭირდებათ! 

კომპანია „კოპალეს“ დამფუძნებელმა, ლევან დევიძემ ზუსტად იცის, როგორ გახადოს ბავშვებისთვის დაუვიწყარი ნებისმიერი დღე! მადლობა, ლევან!

 ზამთარი უკვე ახლოსაა და თბილი ტანსაცმლის საჭიროება იზრდება. ჩვენი კარი კი ყოველთვის ღიაა სიკეთისთვის, ნუ გადადებთ სიკეთის კეთებას ხვალისთვის.

🙏თუ გაქვთ ნივთები, რომელიც გსურთ რომ გაიღოთ გაჭირვებული ოჯახებისთვის, დაგვიკავშირდით სატელეფონო ზარით +995-322-19-33-21  ან შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე https://chernovetskyifund.ge/ge/beneficiaries-needs/