რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
Birthday 10.04.2019
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270„არ მინდა ბავშვებს დაბადების დღეზე მაკარონი ვაჭამო! მრცხვენია!“ ახლოვდება 6 წლის ფიქრიას დაბადების დღე. ბავშვი ოცნებობს, რომ ერთხელ მაინც ჩააქროს ტორტზე სანთლები და ჩაიფიქროს სურვილები
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ეს ექვსი წლის ფიქრიაა. ბავშვი 4 წლის იყო, როცა მამამ მიატოვა და სხვა ქალთან წავიდა. მას შემდეგ მას ერთხელაც არ უკითხავს, თუ როგორ ცხოვრობდა მისი სისხლი და ხორცი. მიუხედავად ამისა, უკვე სამი წელია ბავშვი იმედს მაინც არ კარგავს და ყოველდღე ფანჯარასთან ელოდება მამის დაბრუნებას. გოგოებს ხომ განსაკუთრებით უყვართ მამები და ამიტომ სწორედ მამას შეუძლია მათთვის უდიდესი ემოციური ტკივილის მიყენება. ბავშვის გული სავსეა წყენით და, იმავდროულად, მამის სიყვარულით. წარმოგიდგენიათ, რა ემოციებს იწვევს ეს ორი შეგრძნება პატარა გოგონაში ერთდროულად?
ფიქრია წმინდა გიორგის ხსენების დიდებულ დღეს – 23 ნოემბერს დაიბადა. სავარაუდოდ, სწორედ წმინდა გიორგი გახდა ბიოლოგიური მამის მიერ მიტოვებული ბავშვის მამა. ფიქრიას დაბადების დღე ახლოვდება. ბავშვს დაბადების დღე არასოდეს აღუნიშნავს, რადგან მისი 5 წლის ძმა საბა ავად არის და საწყალ დედას ექიმთან წასაყვანი ფულიც არ აქვს. ჭკვიანი გოგონა გაგებით ეკიდება იმას, რომ დედა არ უხდის დაბადების დღეს და არ ყიდულობს სათამაშოებს. ბავშვი ძილის წინ ოცნებობს თავისთვის, ჩუმად, უსიტყვოდ. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ფიქრიამ გაბედა თავის ოცნებებზე ხმამაღლა საუბარი, მაშინ იყო, როდესაც მის სახლში ფონდის კორესპონდენტი მივიდა. შესაძლოა, საწყალ გოგონას იმედის ნაპერწკალი გაუჩნდა და მოკრძალებულად უთხრა უცხო დეიდას, რომ ოცნებობდა დაბადების დღე მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად აღენიშნა.
ფიქრია (6 წლის): დეიდა, ჩვენს სახლში მაკარონის გარდა არაფერია საჭმელი და 23 ნოემბერს მეგობრები რომ დავპატიჟო, თეფშებზე მხოლოდ მაკარონს ხომ არ დავდებ? სირცხვილია. ვოცნებობ დაბადების დღის ტორტზე და მინდა, სხვა ბავშვების მსგავსად, სანთლები ჩავაქრო და სურვილები ჩავიფიქრო.
– რას ისურვებდი? მეტყვი?
ფიქრია: ახალი ტანსაცმელი მინდა. სკოლაში ძველი და დახეული ტანსაცმლით დავდივარ. მინდა ჯინსის შარვალი, ლამაზი მაისურები, კაბები და თბილი ჩექმები. თბილი ქურთუკიც კი არ მაქვს და ვიყინები. თოვლი და წვიმის წყალი ფეხსაცმელებში შემდის. მერე კი არ ვამბობ, რომ სიცხე მაქვს, იმიტომ რომ არ მინდა დედაჩემმა ჩემ გამო ძმის წამლებისთვის შეგროვებული თანხა დახარჯოს. ვოცნებობ „როლიკებზე“. ყველაფერზე მეტად მინდა ველოსიპედი მქონდეს. დაბადების დღის ტორტზე სანთლები რომ ავანთო და მხოლოდ ერთი სურვილი ჩავიფიქრო, ეს ტელეფონი იქნება. როცა მასწავლებლები ჩათში წერენ დავალებებს, ჩემ გარდა ყველა ბავშვი კითხულობს, რადგან მე ერთადერთი ვარ, ვისაც ტელეფონი არ აქვს და ეს ოცნება, ალბათ, არასდროს ამისრულდება.
„გუშინ ბაზრობაზე ვიყავით მე და დედიკო. მაგრამ, შავი ქვედაბოლო და თეთრი პერანგი ვერ მიყიდა სკოლისთვის, ფული არ ეყო. გამყიდველმა ფასი არ დაგვიკლო“ – 7 წლის ფიქრია სკოლაში ვერ წავა. კეთილო ადამიანებო, დრო ჯერ კიდევ გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია, მამისგან მიტოვებულ გოგონას ნამდვილ დღესასწაულად ვუქციოთ სკოლაში წასვლის დღე.
ამ გატეხილ ტაშტში ბანაობს 7 წლის ფიქრია. შეხედეთ ბავშვის ნაღვლიან თვალებს
ეს 7 წლის ფიქრიაა, სოფელ ორთაშენიდან. ბავშვი 4 წლის იყო, მამამ რომ მიატოვა. ფიქრიას უმცროსი ძამიკო 2 წლის იყო მაშინ. ბიჭი დღემდე ავადმყოფობს, მაგრამ მარტოხელა დედას მკურნალობისთვის ფული არ აქვს. გონიერი გოგონა ხვდება, რომ მისი ძამიკო უფულობის გამო არის ავად, ამიტომ თავად, დედას არაფრის ყიდვას სთხოვს. არადა, ბავშვს გული სტკივა, ძალიან სტკივა… სკოლაში სწავლა იწყება მალე. გოგონას კი, ერთი წყვილი ნორმალური ფეხსაცმელი და კაბა არ აქვს სკოლაში წასასვლელად. სკოლის პირველ დღეს, როდესაც ეზოში საზეიმო ცერემონია იმართება, ძირგავარდნილი ფეხსაცმლით როგორ უნდა მივიდეს გოგონა? საბრალო ბავშვმა პირველი კლასიც ისე დაამთავრა, რომ თბილი ქურთუკი არ სცმია და ფეხსაცმელშიც წყალი შესდიოდა. ის ფუფუნების საგნებზე არ ოცნებობს. ბავშვის ბედნიერებისთვის, ახალი თოჯინაც საკმარისია. სამწუხაროდ, გოგონას არასდროს ჰქონია ახალი სათამაშო.
ფიქრია (7 წლის): გუშინ, ბაზრობაზე ვიყავით მე და დედიკო, შავი ქვედაბოლო და თეთრი პერანგი უნდა ეყიდა სკოლისთვის. მაგრამ, ფული არ გვეყო. გამყიდველმა ფასი არ დაგვიკლო. არ მაქვს არანაირი ფეხსაცმელი, მხოლოდ ძირგავარდნილი. ვოცნებობ, რომ სხვა ბავშვებივით ლამაზად ჩაცმული წავიდე სკოლაში. კიდევ ვოცნებობ, რომ ველოსიპედი მქონდეს. ბევრს „ვიკატავებდი“ ჩემს სოფელში და ჩემსავით გაჭირვებულ ბავშვებსაც „ვაკატავებდი“. ჯინსის ახალი შარვალი არასდროს მქონია. არადა, როგორ მომწონს, თეთრი სპორტული ფეხსაცმელი და ჯინსის შარვლები რომ აცვიათ გოგონებს. ნეტავ, მხოლოდ ერთი დღე მაინც ისევე ლამაზად მეცვას. ყველაზე მეტად კი, ტელეფონზე ვოცნებობ. სკოლაში ყველა ბავშვს აქვს ჩემ გარდა. ოღონდ, არ იფიქროთ, რომ მშურს მათი, მაგრამ ლამაზ ბუნებაში ფოტოების გადაღება ძალიან მინდა. ეს ჩემი ყელაზე დიდი ოცნებაა, მაგრამ ვიცი, რომ არასდროს ამიხდება. ჩემს დედიკოს ექიმთანაც კი ვერ მიჰყავს ჩემი 5 წლის ძამიკო საბა და მე როგორ მიყიდის ტელეფონს? არც არასოდეს მითხოვია. მხოლოდ ჩემს ოცნებებშია ტელეფონი და ეს ოცნება, პირველად თქვენ გაგიმხილეთ, დეიდა (მიმართავს ფონდის კორესპონდენტს). „კიდევ ერთი ოცნება მაქვს, მაგრამ მრცხვენია, რომ ვთქვა“ – ეს სიტყვები თქვა ბავშვმა და მართლაც, ჩახარა თავი. ბოლოს კი, სევდიანად ამოიხრა: „აი, ამ ტაშტში ვბანაობ, დეიდა, ზამთარშიც. ვიყინები, მერე კი ავად ვხდები. არ გვაქვს სააბაზანო. ახლა კი, ეს ტაშტიც გაიბზარა.“
კეთილო ადამიანებო, მამისგან მიტოვებულ 7 წლის ფიქრიას ჩვენ მაინც ნუ მივატოვებთ. ბავშვს იმედი ერთხელ უკვე გაუცრუვდა, ჩვენ კი, საბრალო გოგონას ცრემლიან თვალებში ვარსკვლავების ანთება შეგვიძლია.
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ფიქრია თინიკაშვილი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ფიქრიას! ის პირადად თქვენთვის იღიმის!
სულ ხარჯები:
918.75₾დარჩა:
0₾