ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ჩვენ გავიზრდებით და აუცილებლად დავუბრუნებთ სამყაროს იმ სიკეთეს, რაც ჩვენს მიმართ გაქვთ გამეტებული!

ჩვენ გავიზრდებით და აუცილებლად დავუბრუნებთ სამყაროს იმ სიკეთეს, რაც ჩვენს მიმართ გაქვთ გამეტებული!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ჩერნოვეცკის ფონდის ოფისში დიდი ღონისძიება  მოვაწყვეთ. ჩვენი ქველმოქმედების კეთილი გულების წყალობით  ფონდის საწყობი თბილი ტანსაცმლით გაივსო. ჩვენ კი ტრადიციულად მოვიწვიეთ ყველაზე შეჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც დიდი ხანია ამდენი ტანსაცმელი არ უნახავთ.

ყველაფერი საგულდაგულოდ გავანაწილეთ ზომების, სქესის, ასაკის მიხედვით. ველოდებით ჩვენს საყვარელ ბენეფიციარებს, ისინი უკვე გზაში არიან.

და აი, ბავშვები უკვე აქ არიან, გაბრწყინებული თვალებით ელოდებიან ნიშნის მიცემას, რომ გაეშურონ კეთილი ხალხის გულებით გამთბარ ოთახში. მათ უკვე იციან, რომ იქ ძალიან ბევრი, ლამაზი, თბილი და, რაც მთავარია, ყველასთვის სამყოფი ტანსაცმელი და სათამაშოები ელოდებათ.

ერთი სული გვაქვს შვიჭყიტოთ იმ ოთახში, დედიკომ გვითხრა, რომ ჩვენს უცნობ მეგობრებს ბევრი ტანსაცმელი მოუტანიათ ჩვენთვის.

კარების გახსნისთანავე ყველამ ერთხმად შემოსძახავაშაა!“ და ყველა სხვადასხვა თაროსა თუ საკიდთან გაიქცა. ყველაზე პატარა ბავშვების თვალს დიდი სათამაშოებით სავსე ტომარა არ გამორჩენია. ბევრი საინტერესო, სანატრელი და საოცნებო სათამაშო აღმოაჩინეს იქ.

მარიამი: ეს გიგანტური ლოლიპოპი მულტფილმში აქვსელისას“. ძალიან მიხარია, ახლა კიდევ უნდა ვნახო ახალი რაღაცები (სიხარულისგან ძალიან სწრაფად ლაპარაკობს).

მარიამ, კიდევ რა გინდა, რომ იპოვო აქ?

მარიამი: საჭმელები ხომ ახლახან მოგვიტანეთ, სათამაშოებიც, მაგრამ კიდევ მინდა, რომ მოგვიტანოთ!

ანა: მე მათემატიკის სახალისო თამაშები ვიპოვე, ბევრმა გადადო გვერდით, ეტყობა, პატარები რომ არიან, ვერ გაიგეს, რა იყო. ძალიან მიხარია, რომ ამით უფრო სახალისო იქნება სწავლა ჩემთვის, მადლობა მას, ვინც ეს აქ მოიტანა!

ყველა რაღაცას ეძებს, ყველა სადღაც იქექება, დროგამოშვებით ერთმანეთს გადახედავენ, ვის რა შეხვდა და მერე უფრო დიდი მოწადინებით აგრძელებენ მათთვის საოცნებო ტანსაცმლის ძებნას.

თითქოს ყველა გართულია საკუთარ საქმეში და უცებ ყვირილი: „თვითმფრინავიი, ბვუუუუუუ ბვუუუუ…“

ერეკლე: მე პილოტი უნდა გავხდე, ეს იქნება ჩემი პირველი თვითმფრინავი. როცა გავიზრდები, ყველა კეთილ მეგობარს წავიყვან თვითმფრინავით იქ, სადაც მოუნდებათ!

ერეკლე, ეს ხომ სათამაშო თვითმფრინავია, ნამდვილივით იფრენს?

ერეკლე: კი, სათამაშოა, მაგრამ ვიცი, რომ ოდესღაც მეც მეყოლება დიდი თვითმფრინავი, მე ხომ კარგად ვსწავლობ და ცოტას ვთამაშობ!

მკითხველებო, არ გეგონოთ რომ ისინი ბავშვურად მხოლოდ ნივთების დატაცებაზე ფიქრობდნენ. მათში ხომ ყველაზე დიდი ადამიანური თანაგანცდისა და სიყვარულის გრძნობაა!

იზო: ეს ფეხსაცმელი ძალიან მომწონს, მაგრამ ჩემთვის ძალიან პატარა იქნება, შენ რომ შემოგხედე, მგონი ზუსტად გექნება ფეხზე, ჩაიცვი და წაიღე, თბილად გაატარებ ზამთარს. ნუცამ სიხარულით გამოართვა ფეხსაცმელი და მამასთან გაიქცა, რომ ახალი ფეხსაცმელები ეხარებინა

დათა: ჩემს დაიკოს სიცხე აქვს და ვერ წამოვიყვანე აქ, ასეთი რბილი და ჭრელი სათამაშოები უყვარს, მისთვის რომ წავიღო, ხომ არ გამიბრაზდებით?

რა თქმა უნდა შეგიძლია წაუღო. კიდევ რა უყვარს შენს დაიკოს?

დათა: ლამაზი კაბაც უნდა ვუპოვო, ძალიან გაუხარდება, თუ მივუტან.

კეთილმა ხალხმა ტანისამოსთან ერთად სხვა საჭირო ნივთებიც შეაგროვა ჩვენი ბავშვებისთვის, მათ ყოველდღემოჰქონდათ ის, რაც სხვისთვის ემეტებოდათ.

ნუცა: ეს პარკიც გავავსეთ, უკვე ყველაფერი გვაქვს, რაც გვჭირდებოდა, რა მაგარია! ვინც ეს უფასო მაღაზია მოგვიწყო, ყველას გკოცნით!

მარიამი: ჩვენ დები ვართ და ეს პეპის თოჯინა ავიღეთ, სულ ახალია და ბატარეებიც ახალი აქვს. თოვლის ბაბუს რომ ვთხოვეთ ახალ წელს და ვერ მოგვიტანა, ახლა ის საჩუქარი აქ დაგვხვდა, მგონი კარგად ვიქცეოდით მთელი ზაფხული (კისკისებს და თავის დას უყურებს, ისიც იცინის).

გიორგი: ყველაფერს ვიფიქრებდი და აქ თუ ფეხბურთელების საყვარელ მაისურებს ვნახავდი, არ მეგონა!

გიორგი, რას ეტყვი იმ ადამიანს, ვინც ეს მაისური აქ მოიტანა?

გიორგი: მადლობა, რა უნდა ვთქვა, მაგრამ ძალიან კი მინდა ვიცოდე, ვინ მოიტანა ეს მაისური, მინდა ძალიან მაგრად ჩავეხუტო და ვუთხრა, რომ მიყვარს!

ბევრს ვერც კი წარმოუდგენია, რას ნიშნავს ეს ჩვენი ოჯახებისთვისეს არის უდიდესი წყალობა, რომელსაც კეთილი ადამიანები ამ ფონდის დახმარებით გასცემენ. ხალხნო, თქვენ ხართ ჩვენი იმედი, უფალმა გადაგიხადოთ სამაგიერო!

ბავშვები სავსე პარკებით სიხარულით ამოცვივდნენ მეორე სართულზე, წასვლა ეჩქარებოდათ, ერთი სული ჰქონდათ, სახლში კიდევ ერთხელ ენახათ საჩუქრები, რა დროსაც გაისმა მხიარული მუსიკის ჰანგები და მათ წინ ჩვენი ანიმატორები გაჩნდნენ. აბა, ფონდიდან მხიარულების გარეშე გაგვიშვია ვინმე?!

მხიარული შეჯიბრებების სტარტი, გუნდები ერთმანეთს გულშემატკივრობენ, ოფისში ყიჟინა გაისმის!

შეჯიბრებებითა და ცეკვით დაქანცული ბავშვები ყვირილით შეხვდნენ მათთვის მოულოდნელ სუპერგმირს. საოცნებო ჩახუტებების დრო დადგა ჩვენს ოფისში, ამ ბავშვებს ხომ ყველაზე მეტად სითბოს უანგაროდ გაცემა შეუძლიათ!

ბავშვების გართობაზე მუდმივი ზრუნვისთვის გასართობი ცენტრისპინგვინებისანიმატორებს ჩვენი ფონდის სახელით საჩუქრად გადავეცით ჩვენი ბენეფიციარი ბავშვის ნახატი.

როგორც მათ აღნიშნეს, ეს საჩუქარი მათთვის მოულოდნელი და სასიხარულო აღმოჩნდა. ეს ნახატი მათი ცენტრის შესასვლელში საპატიო ადგილს დაიკავებს!

ბავშვები: დაუვიწყარი დღე მოგვიწყვეთ, ვიცით, რომ ამ ყველაფრის უკან კეთილი დეიდები და ბიძიები არიან, ჩვენ გავიზრდებით და აუცილებლად დავუბრუნებთ სამყაროს იმ სიკეთეს, რომელიც ჩვენ მოგვეცით!

ქართველებო, თქვენ ხართ მიზეზი ამ ბავშვებში ბავშვური ღიმილის დაბრუნების, თქვენ ღვთის შვილები ხართ, რომელთაც ამქვეყნად არასდროს დავიწყებიათ გაჭირვებული, უპოვარი და უბედური ადამიანები, რომელთაც ცხოვრებაში არ გაუმართლათ. თქვენ ხართ შრომისმოყვარე და სხვის კეთილდღეობაზე მზრუნველი ხალხი, იხარეთ, იხარეთ ისე, როგორც ამ ბავშვებმა იხარეს დღეს! უფალი აუცილებლად იქნება კმაყოფილი თქვენით!

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

(დანიშნულება: ზეიმი ბავშვებისთვის).