რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ანა-მარიას სცივა და ტირის. წარმოგიდგენიათ, დედა როგორ გრძნობს თავს, როდესაც ხედავს, როგორ შიმშილობენ და იყინებიან მისი შვილები ყოველდღე! ამ დანგრეულ სახლში, ფაქტობრივად, შეუძლებელია გათბობა: შუშების ნაცვლად, ცელოფანია გაკრული ფანჯრებზე. იმ დროს, როდესაც გორის რაიონში უკვე რამდენიმე დღეა, ქარბუქია. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ჩერნოვეცკის ფონდი აგრძელებს შეჭირვებულთათვის ნივთების შეგროვებას. თქვენ შეგიძლიათ, გაუზიაროთ სითბო მათ, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება, უფალი დაგაჯილდოებთ სიკეთისთვის!ჩვენი ახალი ბენეფიციარები: ერთი წლის ანა-მარია, 7 წლის ბარბარე, 12 წლის გიო და 15 წლის მარიამი თქვენგან ელიან დახმარებას. თბილი ტანსაცმლის გარეშე ხვდებიან ამ ზამთარს. ვიზრუნოთ ამ არაჩვეულებრივ ბავშვებზე!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ოთხი ქართველი ბავშვი სადაცაა, საკუთარი სახლის ჩამოქცეული სახურავის ქვეშ დაიხოცება! მეგობრებო, ვიჩქაროთ, ეს ოჯახი დაღუპვასა და დასახიჩრებას გადავარჩინოთ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ანა–მარიას სცივა და ტირის. წარმოგიდგენიათ, დედა როგორ გრძნობს თავს, როდესაც ხედავს, როგორ შიმშილობენ და იყინებიან მისი შვილები ყოველდღე! ამ დანგრეულ სახლში, ფაქტობრივად, შეუძლებელია გათბობა: შუშების ნაცვლად, ცელოფანია გაკრული ფანჯრებზე. იმ დროს, როდესაც გორის რაიონში უკვე რამდენიმე დღეა, ქარბუქია.
თოვლის ფანტელები პირდაპირ სახლში ცვივა. ფანჯრებიდან და კარის ქვემოდან ძალიან უბერავს
გიო (12 წლის): „ძალიან ცივა, ვიყინებით. ჩემს პატარა დაიკოს ხელები და ფეხები ცივი აქვს ყოველთვის, ძალიან მეცოდება. პირველ რიგში, გვჭირდება თბილი ფეხსაცმელი. თოვლში რომ მიწევს სკოლაში სიარული, ფეხები მისველდება. იმიტომ რომ ზამთრის ფეხსაცმელი არ მაქვს“.
ბარბარე (7 წლის): „ღამით შეუძლებელია დაძინება, ჩამტვრეული ფანჯრებიდან ქარი უბერავს და ორი საბანიც რომ დაიფარო, ვერ გათბები. გარეთ უფრო თბილა, ვიდრე ჩვენს ოთახში! სახლში ვერ ვბანაობთ, გვეშინია, რადგან ბანაობის შემდეგ აუცილებლად ვცივდებით ხოლმე“.
უბრალოდ წყალი კი არ ჩამოდის სახლში, ფაქტობრივად, სახლს სახურავი საერთოდ არ აქვს. ნესტიანი, დამპალი ფიცრების ნატეხები პირდაპირ ოთახში ცვივა. ეს საშიშია! შესაძლოა, ნებისმიერ წამს ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდეს ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი.
ყურადღებით დააკვირდით ჭერს. თუკი საერთოდ შეიძლება, ჭერი რომ დავარქვათ. სახურავის ქვეშ ჩვეულებრივი ცელოფანია გაკრული. შეიძლება, ნებისმიერ მომენტში გაიხეს. ხედავთ, რამდენი თოვლი დაგროვდა? ეს ხომ შენელებული ნაღმია?!
ეს ულამაზესი პატარა ქართველი გოგონა ასეთ საშინელ სიღატაკეში ცხოვრობს!
ერთადერთი საჭმელი, რაც ბავშვებს ჰქონდათ და ჩვენს კორესპონდენტს ანახეს, ხმელი პურია… ყველაზე დიდი განსაცდელია ადამიანისთვის იმის ცქერა, შიმშილისგან როგორ ტირის მისი შვილი! დედა იძულებულია, ვალად აიღოს საკვები პროდუქტი. ვალებს კი მაშინ იხდის, როდესაც სოციალური შემწეობის თანხა ირიცხება. მუშაობას ვერ ახერხებს, რადგან მარტო ზრდის ოთხ შვილს. მეუღლეს დაშორდა და ის არაფრით ეხმარება, მიუხედავად იმისა, რომ მეზობლად ცხოვრობს.
– ნინო, რით დაგეხმაროთ?
ნინო, დედა (31 წლის): „უპირველეს ყოვლისა, სახურავი უნდა შევაკეთოთ, ბავშვებს რომ არ ჩამოენგრეს თავზე. საწოლები გვჭირდება, არც მაცივარი გვაქვს. საჭმელი მალე ფუჭდება. წარმოიდგინეთ, როგორია საკვების გადაყრა, როდესაც ისედაც ცოტა გაქვს“.
12 წლის გიო ადრე დაღვინდა, რადგან ახლა უფროსი ის არის — ერთადერთი მამაკაცია ოჯახში. ბიჭს ერთი სათამაშოც კი არ აქვს. ის გართობაზე არც ფიქრობს, სამუშაო იარაღებსა და სამშენებლო მასალაზე ოცნებობს, სახლში საკუთარი ხელით რემონტის გაკეთება რომ დაიწყოს.
ნინო: „ბავშვები ხშირად ცივდებიან. ზამთრის პერიოდში რამდენჯერმე ემართებათ ფილტვების ანთება. ღმერთო, როგორ ვუმკურნალო?! სიცხის დამწევი საშუალებების საყიდელი ფულიც კი არ მაქვს. ამიტომ მივმართე ჩერნოვეცკის ფონდს. ზედმეტად ძვირადღირებულს არაფერს ვითხოვ. უბრალოდ მინდა, სახლში სითბო იყოს“.
ახლა კი საწოლებს შეხედეთ, რომლებზეც ბავშვებს სძინავთ! აქ სიტყვები ზედმეტია!
მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ჩერნოვეცკის ფონდი აგრძელებს შეჭირვებულთათვის ნივთების შეგროვებას. თქვენ შეგიძლიათ, გაუზიაროთ სითბო მათ, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება, უფალი დაგაჯილდოებთ სიკეთისთვის!
ჩვენი ახალი ბენეფიციარები: ერთი წლის ანა–მარია, 7 წლის ბარბარე, 12 წლის გიო და 15 წლის მარიამი თქვენგან ელიან დახმარებას. თბილი ტანსაცმლის გარეშე ხვდებიან ამ ზამთარს. ვიზრუნოთ ამ არაჩვეულებრივ ბავშვებზე!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვემო ხვითი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: გვარამიძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
დარჩა: