რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
როგორც არის ნათქვამი შოტლანდიელი მეცნიერების მიერ ჟურნალ Biophotonics-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში, ლაზერული ანალიზის ტექნოლოგიასთან კომბინაციაში ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია აღმოაჩინოს ისეთი ცვლილებები სისხლის ნაკადში, რომლებიც შესაძლოა მიუთითებდეს ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე.
კვლევის წამყვანმა ავტორმა ენდი დაუნსმა, ედინბურგის უნივერსიტეტის უფროსმა ლექტორმა, განაცხადა, რომ ასეთი ინოვაციური მეთოდების დანერგვამ შეიძლება ონკოლოგიური დაავადების მქონე მრავალი პაციენტის სიცოცხლე გადაარჩინოს.
რამანის სპექტროსკოპიის ტექნოლოგია გულისხმობს სისხლის პლაზმის ანალიზს ლაზერის სხივის გამოყენებით და სისხლის ნიმუშში გავლისას, მისი სპექტრული მახასიათებლების შესწავლას.
როგორც განმარტავენ მკვლევარები, უჯრედებისა და ქსოვილების ქიმიურ შემადგენლობაში უმნიშვნელო სპექტროსკოპიულმა ცვლილებებმაც კი, შეიძლება ავთვისებიანი სიმსივნის ლოკალიზაციის დადგენას შეუწყოს ხელი.
ამავდროულად, ხელოვნური ინტელექტი მიღებული შედეგების სწრაფ და ზუსტ ინტერპრეტაციას ახერხებს.
ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით კვლევის დროს, სარძევე ჯირკვლის კიბოს 1A სტადიის გამოვლენის ეფექტურობა 98% შეადგენს.
გარდა ამისა, შემთხვევათა 90%-ში ამ მეთოდით მკერდის კიბოს 4 ძირითადი ქვეტიპის დიფერენცირება გახდა შესაძლებელი.