ჩიფსებს და „სნექებს“ დეპრესიამდე შეუძლიათ მიყვანა, გვაფრთხილებენ მეცნიერები.
ამერიკელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს საგანგაშო კავშირი ულტრაგადამუშავებულ პროდუქტებსა და ჯანმრთელობის მენტალურ გაუარესებას შორის. ფოკუსშია – პოპულარული სნექები, ჩიფსების და ნაგეტსების სახით: გარეგნული უწყინარობის მიღმა იმალება ნამდვილი ქიმიური იერიში ტვინზე.
პრობლემა – მიკროპლასტიკშია, რომელიც საკვებში ჩნდება, ჯერ კიდევ, შეფუთვის და გადამუშავების ეტაპზე. ის არ ტოვებს ორგანიზმს, დროთა განმავლობაში გროვდება და იწვევს ანთებით რეაქციებს. ტრანსცრიმებთან ტანდემში, მარილისა და შაქრის გააჭარბებასთან და მჯდომარე ცხოვრების წესთან ერთად კი – შედეგები ბევრად უარესდება.
სნექების „სასარგებლო“ ვერსიებიც კი, ვითომ და ცხიმის დაბალი შემადგენლობით, ვერ გადაგვარჩენს. მიკროპლასტიკი ადგილზე რჩება. ეს უკვე არ არის უბრალოდ კვების საკითხი, ეს ფსიქიკური კეთილდღეობის საკითხია.