პირველად დაიწყეს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი კიბოს საწინააღმდეგო წამლის გამოცდა ადამიანებზე
კომპანია Insilico Medicine-მა დაიწყო კლინიკური ცდები ახალი პრეპარატის – ISM3412-ის, რომელიც შეიმუშავა და „დაპროექტა“ ხელოვნურმა ინტელექტმა. ეს პრეპარატი გათვლილია კიბოს გარკვეულ ტიპებზე (მაგალითად, ფილტვისა და კუჭქვეშა ჯირკვლის) — ის ანადგურებს მხოლოდ ავადმყოფ უჯრედებს და თითქმის არ ეხება ჯანმრთელ უჯრედებს.
ადრე, მსგავსი წამლების შექმნას წლები სჭირდებოდა, ხოლო ამ შემთხვევაში, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, დაახლოებით ერთი წელი დასჭირდა. ცხოველებზე პრეპარატმა უკვე დაამტკიცა თავისი უსაფრთხოება და ეფექტურობა, ახლა კი პირველი ტესტირება ადამიანებზე დაიწყო.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მომავალში მსგავსი ხელოვნური ინტელექტის წამლები დაეხმარება არა მხოლოდ კიბოს არამედ ბევრი სხვა სერიოზული დაავადების მკურნალობაშიც.
