ოფიციალურად ამოიცნეს ახალი ორგანო
საუკუნეების განმავლობაში მიაჩნდათ, რომ ადამიანის ანატომიის რუკა სრულად შედგენილი იყო. თუმცა ეს შეხედულება მცდარი აღმოჩნდა. ახალი, ოფიციალურად აღიარებული ორგანო — მეზენტერია (mesentery) — ეჭვქვეშ აყენებს ამ დადგენილ წარმოდგენებს და მედიცინაში სრულიად ახალ ეტაპს ხსნის.
მანამდე ის ითვლებოდა ფრაგმენტულ და უმნიშვნელო სტრუქტურად მუცლის ღრუში, მაგრამ ახალი კვლევები აჩვენებს, რომ მეზენტერია არის ერთიანი, უწყვეტი ორგანო. მისი ძირითადი ფუნქციაა — ნაწლავების თავის ადგილზე ფიქსაცია, და აღმოჩნდა, რომ ეს ფუნქცია ბევრად უფრო რთულია, ვიდრე აქამდე ეგონათ.
ეს უმნიშვნელოვანესი რეკლასიფიკაცია უკვე აღიარეს წამყვანმა სამედიცინო წყაროებმა, მათ შორის ანატომიის ატლასმა “Gray’s Anatomy” და უკვე შევიდა მსოფლიო მედპროგრამების სტანდარტულ სასწავლო კურსებში.
კვლევას ხელმძღვანელობდა ირლანდიელი პროფესორი ჯ. კელვინ კოფი (J. Calvin Coffey) და ეს აღმოჩენა მხოლოდ სახელის გადარქმევა არ არის — მან საფუძველი ჩაუყარა სრულიად ახალ დისციპლინას – მეზენტერიათმცოდნეობას (mesenteric science).
მიუხედავად იმისა, რომ მეზენტერიას ყველა ფუნქცია ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობასა და მუცლის ღრუს დაავადებებში. ამ ორგანოს შესწავლამ შესაძლოა მნიშვნელოვანი წინ სვლა მოიტანოს მრავალი აბდომინური დარღვევის მკურნალობაში.
ეს აღმოჩენა ძლიერი შეხსენებაა იმისა, რომ XXI საუკუნეშიც კი, ადამიანის სხეულში კვლავ დარჩენილია გასაოცარი საიდუმლოებები, რომლებიც აღმოჩენას ელიან.