მსოფლიოში პირველი ვაქცინა ფილტვის კიბოს წინააღმდეგ ადამიანებზე გადის ცდას – და ამას შეუძლია ყველაფერი შეცვალოს

სახლში / მედიცინა, ჯანმრთელობის რჩევები /
მსოფლიოში პირველი ვაქცინა ფილტვის კიბოს წინააღმდეგ ადამიანებზე გადის ცდას – და ამას შეუძლია ყველაფერი შეცვალოს

მსოფლიოში პირველი ვაქცინა ფილტვის კიბოს წინააღმდეგ ადამიანებზე გადის ცდასდა ამას შეუძლია ყველაფერი შეცვალოს

ექიმებმა დაიწყეს მსოფლიოში პირველი მრნმ( mRNA მესენჯერული ერენემი) – ვაქცინის კლინიკური გამოცდა ფილტვის კიბოს წინააღმდეგ ერთდროულად შვიდ ქვეყანაში.

ვაქცინა სახელწოდებით BNT116, რომელიც კომპანია BioNTech-მა შეიმუშავა, მიზანმიმართულია არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს (NSCLC) წინააღმდეგეს დაავადების ყველაზე გავრცელებული და სიკვდილიანობის თვალსაზრისით ყველაზე საშიში ფორმაა. იგივე მრნმ(mRNA) ტექნოლოგიის გამოყენებით, რაც COVID-19-ის ვაქცინებისთვის იქნა გამოყენებული, ეს ინექცია ასწავლის იმუნურ სისტემას, როგორ ამოიცნოს და გაანადგუროს კიბოს უჯრედები, ამასთანავე მინიმუმამდე დაჰყავს ზიანი, რომელიც ჯანმრთელ ქსოვილებს შეიძლება მიადგეს

პირველ მონაწილეთაგან ერთერთი არის 67 წლის იანუშ რაჩი ლონდონიდან, რომელმაც მკურნალობა ლონდონის საუნივერსიტეტო კლინიკაში (UCLH) დაიწყო.

პირველი ფაზის კლინიკური გამოცდა მოიცავს მსოფლიოში დაახლოებით 130 პაციენტს, მათ შორის 20- დიდ ბრიტანეთში, და წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს იმისკენ, რომ მსგავსი თერაპია დაავადებების მკურნალობის სტანდარტად იქცეს. ვაქცინას პაციენტს ყოველკვირეულად უკეთებენ, რის შემდეგაც გადადიან შენარჩუნების ეტაპის  ინექციებზე. ის კომბინირებულია იმუნოთერაპიასთან, რაც ორგანიზმის სიმსივნის საწინააღმდეგო დაცვის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ეს რევოლუციური მიდგომა არა მხოლოდ არსებული სიმსივნეების მკურნალობას შეძლებს, არამედ თავიდან ააცილებს რეციდივებს, რაც ფილტვის კიბოს შემთხვევაში გადარჩენისთვის ერთერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. თუ ცდები წარმატებული იქნება, შემდეგი ფაზები შეძლებენ ახალი ერის გახსნას კიბოს პერსონალიზირებულ მკურნალობაში და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებენ პროგნოზს მილიონობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში.



გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის