მედიკოსებმა ამერიკაში ერთი ჩვილის გაჩერებული გული მეორეს მკერდში აამოქმედეს
დუკის უნივერსიტეტთან არსებული ამერიკული კლინიკის ექიმებმა ჩრდილოეთ კაროლინაში, პირველად ჩაუტარეს გულის ტრანსპლანტაცია ნაყოფს, რომლის გული უკვე გაჩერებული იყო დონორის მკერდიდან ამოღებამდე.
საერთოდ, პოტენციური დონორის გულის გაჩერება ავტომატურად ხდის ორგანოს ტრანსპლანტაციისათვის გამოუსადეგარს.
სამეცნიერო ლიტერატურაში უკვე აღწერილია რამდენიმე მსგავსი შემთხვევა, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებენ შემოკლებული ფორმით DCD — ინგლისურად „donation after circulatory death“,( რაც ნიშნავს «დონორობა სისხლის მიმოქცევის შეჩერების შემდეგ»).
თუმცა, აღნიშნული მეთოდი პირველად წარმატებით გამოიყენეს სამი თვის პაციენტის ოპერაციისას, რამაც ექიმებს საშუალება მისცა თავიდან აეცილებინათ ძვირადღირებული აპარატურის გამოყენება, რომელიც გულის სხეულსგარეთ „რეანიმაციისთვის“ არის საჭირო.
ოპერაციისთვის მომზადებისა და მისი ჩატარების დეტალური აღწერა ამერიკელმა ექიმებმა წარადგინეს სტატიაში, რომელიც ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა.