ჩვენმა კეთილმა ჯინებმა ბავშვების ზღვის სურვილები შეასრულეს! ჩვენი ბავშვები ნავებზე ცურავდნენ, აჭმევდნენ ცუღლუტ თოლიებს და დააგემოვნეს “დიდი წყალი”! ახლა მათ ზღვას ვეღარ მოაშორებ!

სახლში / ფონდის კეთილი ახალი ამბები /
ჩვენმა კეთილმა ჯინებმა ბავშვების ზღვის სურვილები შეასრულეს! ჩვენი ბავშვები ნავებზე ცურავდნენ, აჭმევდნენ ცუღლუტ თოლიებს და დააგემოვნეს “დიდი წყალი”! ახლა მათ ზღვას ვეღარ მოაშორებ!

ჩვენმა კეთილმა ჯინებმა ბავშვების ზღვის სურვილები შეასრულეს! ჩვენი ბავშვები ნავებზე ცურავდნენ, აჭმევდნენ ცუღლუტ თოლიებს და დააგემოვნესდიდი წყალი“! ახლა მათ ზღვას ვეღარ მოაშორებ!

ჩვენი ბავშვები პირველად შეხვდნენ შავ ზღვას, შეუყვარდათ ის და აღფრთოვანებით გაუჩერებლად  ლაპარაკობენ მასზე! საიდუმლოს გაგიმხელთ, როგორ ვახერხებთ ამას. ვაღიარებთ, კი, ჩვენ გვყავს ჯადოსნური ჯინები, რომლებიც ასრულებენ ზღვის სურვილებს. ღმერთო, თანაც როგორ ასრულებენ – უმაღლეს დონეზე!

ათავსებენ ბავშვებს ყველაზე საუკეთესო და კომფორტულ ნომრებში, უწყობენ უხვ და გემრიელ სუფრებს, დაჰყავთ სასეირნოდ, პიკნიკებზე, ართობენ მათ სათამაშო ცენტრებში და უქმნიან ბევრ კარგ შთაბეჭდილებას! როგორ გაგვიმართლა, რომ ამ  ჯინებს უყვართ ჩვენი ფონდი და სწორედ მას ეხმარებიან!

 იცოდეთ მათი სახელები , მეგობრებო!

1.რევაზ ვერულიძე, სასტუმრო “Geo hotel” (ქობულეთი)

2.ზაურ ვერულიძე, სასტუმრომაიდან ოდა” (ქობულეთი)

3.რატი მერგელიძე, სასტუმროედემი” (ქობულეთი)

4.ვახტანგ ჯინჩარაძე, სასტუმრო “Love”

5.ირაკლი გოგიტიძე, სასტუმრო “Sunrise”

6.დიმიტრი ვერულიძე, “კარტული დარბაზი

შემდეგ უნდა დაემატოს:

პაატა ბალაძე – საბავშვო გასართობი ცენტრი „Kinderland Area“;

თენგიზ ბალაძე – საბავშვო გასართობი ცენტრი „Kinderland Area“.

და ჩვენმა ჯინებმა 16 ბავშვი და მათი მშობლები აიყვანეს და პირდაპირ ქობულეთში გადმოიყვანეს. ოჯახებს: პარცვანიებს, სელეზნევებს, ხურცილავას, გაბედავას, გულიაშვილიებს მოუწიათ თავისი გაჭირვების და პრობლემების დავიწყება და სიხარულისა და მხიარულების ეპიცენტრში აღმოჩენა.

მოისმინეთ როგორ ჟღერს შთაბეჭდილებების მრავალხმიანობა!

გასართობ ცენტრში Kinderland Area „დაცემამდე“ იცეკვეს მხიარულ ანიმატორთან ერთად, ბევრი იკატავეს და ისიამოვნეს პრიალა და ლამაზ ატრაქციონებზე, გამართეს ელვისებური ავტორბოლები სათამაშო აპარატებზე და მფრინავ თეფშზეც კი შეიხედეს.

ზუკა ფარცვანია: – მე გავსინჯე ზღვის წყალი  – ის მარილიანია! წყალი თავზე მეფერებოდა, ხელებზე და ფეხებზე. ერთხელ საცურაო კოცტუმიც გამხადა. ძალიან მომწონს ამ დიდი წყლით თამაში! და მისგან გაქცევა მომწოს, როცა ის ძალიან ძლიერ ტალღებს მეცროდა!

დეიდა, კიდევ ტორტი მომცეს, ყველა მარწყვი მოვაჭამე. ძალიან გემრიელი იყო, და სულ მახსენდება.

ტასო ფარცვანია: – მე ბაყაყურით ვისწავლე ცურვა, ვცურავ, ვცურავ, და არ ჩავდივარ წყლის ქვეშ. როგორ მაგრად ვწუწაობდით, მე დედასაც ვწუწავდი! მე, იქ გასართობ ცენტრში დაღლამდე ვცეკვავდი! ფონდის სხვა ბავშვებიც, მხიარულობდნენ, ჩვენ ცეკვის დროს გავიცანით ერთმანეთი. და იქ, საუზმეზე, გვეძლეოდა სოსისები, ხაჭო, არაჟანი, ჩვენ სახლში მასე არ ვჭამთ.

მადონა ხურცილავა: – მე მთელი დღე შემიძლია ზღვას ვუყურო – ისეთი მშვენიერია! ვტკბებოდი ძრვის ყურებით! და ჩვენი ნომრის ბალკონიდან ვუყურებდი! და მისი ხმა ძალიან მომეწონა, და ზღვის სურნელი! მყვირალა თოლიები  ძალიან ახლოს მოდიოდნენ, როგორი სასაცილოები და გაბედული იყვნენ! პური უნდოდათ.

ჩვენ ნავებით პატარა მდინარეში ვიცურავეთ! სასტუმროდან სასეირნოდ პიკნიკზე წაგვიყვანეს. ეს

ძალიან მაგარი იყო, ატრაქციონებიც, ნავებიც, დიდი მადლობა!

სელეზნიოვების ოჯახი, ნათია, დედა: – მე 23 წლის ვარ, ქმარს კი 30, და ზღვაზე არასდროს ვყოფილვართ. პირველად წავედით ოჯახით, თქვენი წყალობით, ძალიან მიხარია! ჩემი ალექსი თვალების გახელას ვერ ასწებდა და უკვე პლაჟზე გასვლას ითხოვდა. დილით და საღამოს ხან ქვიშაში ხან წყალში, სცადე ამოასვენო – ტირილი და ცრემლებია!

ის უჭმელია, მაგრამ იქ “ოჯახურიც” და  “ოსტრიც” ჭამა, ყველაფერი უგემრიელესი იყო! ჩვენ პატარა ანანოს ქმარს ხელში აყვანილი შეყავდა წყალში. ამდენი ემოცია  არასდროს მინახავს ბავშვებისგან! ალექსი ძლივს დავაშორეთ ზღვას და ჩავსვით სამარშუტო ნტაქსში. ჩვენ ძალიან მადლიერები და კმაყოფილები ვართ!

ჩვენი ფონდის ანგარიში:

– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: საბავშვო დღესასწაული).

კორ. მედეა

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის