Birthday 20.07.2022
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
,,დეიდა, ერთი ცალი ბორბალი უკვე მაქვს და დედა მეუბნება, პედლებიც გექნებაო რომ გაიზრდები’’ – 3 წლის უნანს ბავშვური გულუბრყვილობით სჯერა, რომ უკვე აწყობილი ველოსიპედი არსად იყიდება. ამიტომ ბავშვი, გულმოდგინედ აგროვებს ნაგავსაყრელზე გადაგდებულ, ველოსიპედის სხვადასხვა ნაწილს იმ იმედით, რომ ერთ დღესაც ყველა ნაწილი ექნება და საოცნებო ველოსიპედ ააწყობს. 
მეგობრებო, შეხედეთ, როგორ დააგორებს ეს პატარა ბიჭუნა ეზოში ძველ, დაკაწრულ ბორბალს, რომელიც დიდი ხნის წინ გატეხილი ველოსიპედისგან შემორჩა! უნანი სულ რაღაც სამი წლისაა და მისი სანუკვარი ოცნება არის ველოსიპედი.
ეს კი, მისი ძველი ველოსიპედია, რომელიც ბიჭუნას გადასაგდებად ენანება. ეს ჯართიც კი აბედნიერებს.
უნანი თავისი მეგობრების ახალთახალ ველოსიპედებს რომ უყურებს, ტირილს იწყებს. დედა ხედავს მის დარდს და გულში იკრავს: „აუცილებლად გიყიდით ველოსიპედს, უნან. აუცილებლად.“ მაგრამ ბიჭუნამ იცის, რომ ეს არც ისე იოლია. მათ დიდ ოჯახში, ხუთი ბავშვი იზრდება და გადამწყვეტია ყოველი ლარი. მშობლები დაუღალავად შრომობენ, ყველა რომ გამოკვებონ და ველოსიპედის საყიდლად, როგორც ჩანს, არასოდეს ექნებათ ფული.
სათამაშოს გარეშე ბავშვობა არ არსებობს. მართალია, უნანი და მისი ძამიკო ბავშვები არიან, მაგრამ მათ წართმეული აქვთ ბავშვობა, სილაღე. წყეულმა სიღატაკემ ბავშვებს ღიმილი მოჰპარა. არადა, გგონია, უნანი ბევრ სათამაშოს ითხოვს? მხოლოდ თოფი და პულტიანი მანქანა სურს.
უნანმა უკვე თავად დაიწყო ველოსიპედის საყიდლად ფულის შეგროვება. დედა ხანდახან ხურდას აძლევს: 10 ან 20 თეთრს. ქილა ნელა ივსება, მაგრამ უნანს სჯერა, რომ ერთ დღესაც, იქ საკმარისი ფული იქნება, ოცნება რომ აიხდინოს.
მეგობრებო, მოდით, ერთად მოვახდინოთ პატარა სასწაული ამ შეჭირვებული ოჯახის ბავშვისთვის! დაეხმარეთ უნანს და თქვენი სიკეთისა და გულისხმიერებისთვის ასმაგად დაგაჯილდოებთ ღმერთი.
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: უნან პოღოსიანი).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა უნანს! ის პირადად თქვენთვის იღიმის!


სულ ხარჯები:
263.00₾დარჩა:
0.50₾